"თბილისის ღია პირველობა 2015" მაგიდის ჩოგბურთში

AutoSharing Option
საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის პარტნიორობით, გაიმართა "თბილისის ღია ჩემპიონატი 2015" მაგიდის ჩოგბურთში.

ასპარეზობის პირველი ტური 3 აპრილს დაიწყო და მას თბილისის N84 საჯარო სკოლა მასპინძლობდა. ფინალური შეხვედრები სპორტის საერთაშორისო დღეს, 6 აპრილს თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის სპორტულ დარბაზში გაიმართა. შესარჩევ ტურებში 52 სკოლა მონაწილეობდა. მოსწავლეების გარდა, თამაშებში მშობლები და სკოლის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

სასკოლო ცხოვრებაში საზოგადოების მეტი ჩართვის მიზნით გადაწყდა, რომ ტურნირში სხვა წევრებთან ერთად უკვე გამოცდილ და
წარმატებულ სპორტსმენებსაც ებრძოლათ. პირველობის გახსნის დღეს ტურნირს ესწრებოდა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში კახი კახიაშვილი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მანუჩარ კვირკველია.

დასკვნითი ეტაპები შესარჩევ ტურებზე ბევრად დაძაბული გამოდგა.

მეოთხედფინალში ორმოცდაცამეტი სკოლიდან შემდეგი რვა გუნდი გადავიდა: N84; N90; N150; N161; N199; N207; თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა. ტრადიციულად, ტურნირის მთავარი არბიტრია - რესპუბლიკური კატეგორიის არბიტრი სუსანა გვილავა.

მეოთხედფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ:

სსიპ თბილისის N90 საჯარო სკოლა - სსიპ თბილისის N207 საჯარო სკოლა;
სსიპ თბილისის N84 საჯარო სკოლა - სსიპ თბილისის N199 საჯარო სკოლა;
პირველი კლასიკური გიმნაზია - თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა;
სსიპ თბილისის N150 საჯარო სკოლა - სსიპ თბილისის N161 საჯარო სკოლა.

მათ შორის ნახევარფინალში ბრძოლის უფლება მოიპოვეს თბილისის N84, N90, N161 საჯარო სკოლებმა და თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლამ.

საბოლოოდ საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

I ადგილი - სსიპ თბილისის N90 საჯარო სკოლა;
II ადგილი - თბილისის N161 საჯარო სკოლა;
III ადგილი - სსიპ თბილისის N84 საჯარო სკოლა;
IV ადგილი - თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა.

აღსანიშნავია გამარჯვებული გუნდისათვის გადასაცემი პრიზები. 100 ლარი ყველა პრიზიორ გუნდს სკოლის ბიბლიოთეკის გასაახლებლად, წიგნების შესაძენად და ასევე ფულადი პრიზი სპორტული ინვენტარისათვის:

I ადგილი - 1000 ლარი;
II ადგილი - 600 ლარი;
III ადგილი - 400 ლარი;
IV ადგილი - 200 ლარი;

პერველ ადგილზე გასულ სკოლას ასევე გადაეცა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, კახი კახიაშვილის მიერ დაწესებული პრიზი.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ფინალს, ისევე, როგორც შესარჩევ ტურებს, არ აკლდა საპატიო სტუმრები, რომლებმაც ასევე ითამაშეს სკოლის გუნდების გვერდით. მათ შორის იყვნენ:

ვალდორფის გუნდის წევრი ლევან კიკალიშვილი - ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია;

მიხეილ გიორგაძე
- სეულის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი წყალბურთში. შსს მთავარი სამმართველოს არასრულწლოვანთა განყოფილების უფროსი;

N90 სკოლის გუნდის წევრი - კახა ცეცხლაძე - მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური;

გეგა ზურაბაშვილი - მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური, N84 საჯარო სკოლის გუნდიდან;

გია მელაძე
- თბილისის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

დასასრულ, საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია თანადგომისათვის მადლობას უხდის თბილისის სსიპ N84 საჯარო სკოლის დირექტორს, მანანა ბაციკაძესა და თბილისის კლასიკურ გიმნაზიის დირექტორს, თამარ კაპანაძეს.

განსაკუთრებული მადლობა ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურისა და სამსახურის უფროს გიორგი არეშიძეს, სამსახურის უფროსის მოადგილე კახა ცეცხლაძეს, სპორტის პროგრამების განყოფილების უფროს გეგა ზურაბაშვილსა და სამსახურის ყველა თანამშრომელს თანადგომისათვის.

საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული