ენდის მილიონი არ უნდა

AutoSharing Option
ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ენდი მარეიმ უარი თქვა მილიონ ფუნტ სტერლინგზე, რომელსაც გამოცემები სთავაზობდნენ კიმ სირსთან მომავალი საქორწინო ცერემონიის ფოტოების გადაღების სანაცვლოდ.

ამასთან დაკავშირებით, მარეიმ უამრავი შეთავაზება მიიღო, რაც შთამბეჭდავი თანხებით იყო გამყარებული. ერთ-ერთმა ჟურნალმა ბრიტანელ ჩოგბურთელს მილიონიც კი შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.

ენდისა და კიმს სურთ, ქორწილმა მთლიანად კერძო და ოჯახურ გარემოში ჩაიაროს. მიწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან ენდის ძმა ჯეიმი მარეი, ყოფილი ჩოგბურთელები - სიუ ბარკერი და ტიმ ჰენმანი, მსახიობი ჯეიმს კორდენი... საქორწინო ცერემონია 11 აპრილს არის დანიშნული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული