ამელი მორესმო ფეხმძიმედაა!

AutoSharing Option
სახელოვანი ფრანგი ჩოგბურთელი, "დიდი სლემის" ტურნირების ორგზის ჩემპიონი ამელი მორესმო ფეხმძიმედაა. ამის შესახებ თავად სპორტსმენმა საკუთარ "ტვიტერზე" დაწერა.

"ბავშვი აგვისტოში დაიბადება! ძალიან ბედნიერი ვარ", - იტყობინება მორესმო. 35 წლის ყოფილ ჩოგბურთელს არ გაუმხელია არც ბავშვის სქესი და არც მამის პიროვნება.

მორესმო - ღია ლესბოსელია. მან თავისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ 1999 წელს, 19 წლის ასაკში გამოაცხადა.

ამ მომენტისთვის ფრანგი ბრიტანელი ჩოგბურთელის, ენდი მარეის მწვრთნელია. მათი თანამშრომლობა გასული წლის ზაფხულიდან გრძელდება. მანამდე ამელი ფედერაციის თასზე საფრანგეთის ნაკრებს ხელმძღვანელობდა.

მორესმომ კარიერა 2009
წელს დაასრულა. 2006 წელს მან "დიდი სლემის" ორი ტურნირი მოიგო - ავსტრალიის ღია პირველობა და უიმბლდონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული