1 - ნოვაკ ჯოკოვიჩი პირველი ჩოგბურთელია ისტორიაში, რომელმაც სეზონის პირველ სამ "მასტერსზე" გაიმარჯვა - ინდიან უელსში, მაიამისა და მონტე კარლოში.
2 - ტომაშ ბერდიხმა გაუშვა შანსი, კარიერაში მეორედ მოეგო "მასტერსის" სერიის ტურნირი. 10 წლის წინ მან მთავარი პრიზი მოიპოვა პარიზში. გარდა ამისა, ჩეხი ორჯერ თამაშობდა ფინალში.
4 - ჯოკოვიჩმა კარიერაში მეორედ მოიგო ზედიზედ ოთხი "მასტერსი". ერთხელ ასეთი
6 - ტომაშ ბერდიხი ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მოთამაშეა ტურში. ამ სეზონში შვიდიდან ექვს ტურნირზე მან მინიმუმ ნახევარფინალამდე მიაღწია, თუმცა 2015 წელს ტიტული ჯერ არ აქვს აღებული. ჩეხი ყოველთვის რეიტინგის პირველი ათეულის მოთამაშესთან მარცხდებოდა.
10 - ნოვაკ ჯოკოვიჩმა ამ სეზონში ათ მატჩში მოიგო ერთი სეტი "მშრალი" ანგარიშით. უფრო ხშირად სერბმა 6:0 2013 წელს დააფიქსირა - 14-ჯერ.
15 - საინტერესოა, რომ აპრილი - ყველაზე პროდუქტიული თვეა რაფაელ ნადალისთვის, ტიტულების მოპოვების მხრივ. ამ თვეში მას 15 ტურნირი მოუგია. მეორე ადგილზეა მაისი - 12 ტიტული.
18 - ჯოკოვიჩმა მხოლოდ 18 გეიმი წააგო ფინალამდე.
19 - ჯოკოვიჩმა ბოლო 39 "მასტერსიდან" 19 თავის სასარგებლოდ დაასრულა.
21 - ჯოკოვიჩსა და ბერდიხს შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიშია - 19:2 სერბის სასარგებლოდ.
23 - ნოვაკ ჯოკოვიჩმა "მასტერსის" სერიის ტურნირებზე 23-ე გამარჯვება მოიპოვა. ის დაეწია როჯერ ფედერერს და ოთხი ტიტული აკლია რეკორდსმენ რაფაელ ნადალამდე.
"მასტერსებზე" მოგებების რაოდენობა:
1. რაფაელ ნადალი 27
2. როჯერ ფედერერი 23
3. ნოვაკ ჯოკოვიჩი 23
4. ანდრე აგასი 17
5. პიტ სამპრასი 11
30 - ჯოკოვიჩმა საიუბილეო 30-ე მატჩი მოიგო 2015 წელს. მეორე ადგილზეა ბერდიხი - 26 მოგება.
43 - ჯოკოვიჩისა და ნადალის ლეგენდარული დაპირისპირება 43 მატჩამდე ავიდა. ასე ხშირად არც ერთ სხვა ჩოგბურთელს არ უთამაშია ერთმანეთში. ესპანელი წინ არის - 23:20.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"