ნოვაკ ჯოკოვიჩი მადრიდს გამოტოვებს

AutoSharing Option
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა გადაწყვიტა, გამოტოვოს მადრიდის "მასტერსი", რათა უკეთ მოემზადოს "დიდი სლემის" მეორე ტურნირისთვის - საფრანგეთის ღია პირველობისთვის.

ჯოკოვიჩს არ დასჯიან აუცილებელი ტურნირის გამოტოვებისთვის, რადგან 12 წელია პროფესიონალი მოთამაშის სტატუსი აქვს და უკვე 600-ზე მეტი მატჩი ჩაუტარებია პროფესიულ ტურში.

სერბი ჩოგბურთელი ზედიზედ მეორედ არ ითამაშებს ესპანეთის დედაქალაქში. ერთი წლის წინ ნოვაკი მაჯის ტრავმის გამო ვერ გამოვიდა მადრიდში.

ამ სეზონში ჯოკოვიჩს ოთხი ტურნირი აქვს მოგებული - ავსტრალიის ღია პირველობა, ინდიან უელსის, მაიამისა და მონტე კარლოს "მასტერსები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული