ქართველი ჩოგბურთელები WTA-ს განახლებულ რეიტინგში

AutoSharing Option
წინა კვირის შედეგების გათვალისწინებით, ქალთა საჩოგბურთო ასოციაციამ (WTA) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. მასში 8 ქართველი მოხვდა, რომელთა მაჩვენებლებიც ასეთია: 243 (242). სოფო შაფათავა (186 ქულა), 328 (327). ეკატერინე გორგოძე (110), 394 (393). სოფო ქვაცაბაია (81), 562 (561). მარიამ ბოლქვაძე (38), 653 (565). ოქსანა კალაშნიკოვა (27), 877 (876). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი (13), 1113 (1107). თამარ კუტუბიძე (5), 1204 (1200). თამარ ჭალაგანიძე (3).

მიმდინარე კვირაში ქართველ ჩოგბურთელთა უმეტესობა ტურნირებში ჩაებმება. შაფათავა ტუნისში 50-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში მეშვიდე ნომერ ალექსა გლაჩს (აშშ) შეხვდება, წყვილებში ალექსანდრა
ვასილიევასთან (უკრაინა) ერთად, ნასტია კოლარს (სლოვენია) და ანა ვრლიჩს (ხორვატია) დაუპირისპირდება.

სლოვაკეთის დედაქალაქ ტრნავაში იმყოფებიან ოქსანა კალაშნიკოვა და ეკატერინე გორგოძე. 100-ათასიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში გორგოძემ ჩეხ დიანა სუმოვასთან 3:6, 7:5, 2:6 წააგო, წყვილებში გორგოძე და ჩეხი კატერინა ვანკოვა გერმანელ ანა-ლენა ფრიედსამსა და სლოვაკ ლენკა იურიკოვასთან დამარცხდნენ - 4:6, 5:7.

კალაშნიკოვამ ჩეხ კაროლინა სტუჩლას 7:5, 6:4 სძლია, შემდეგ ხორვატ იანა ფეტთან 4:6, 6:4, 3:6 წააგო.

წყვილებში კალაშნიკოვა და რუსი ევგენია როდინა სლოვაკებს - იანა ჩეპელოვას და ჩანტალ სკამლოვას გაუწევენ მეტოქეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული