რომის მასტერსი ციფრებში

AutoSharing Option
ჯოკოვიჩის ფანტასტიკური სერია და სხვა სტატისტიკური ფაქტები რომის მასტერსის შემდეგ...

2 - მარია შარაპოვა დაბრუნდა WTA-ს რეიტინგის მეორე ადგილზე.

3 - შარაპოვამ მესამედ მოიგო ტურნირი რომში.

4 - ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერაში მეოთხედ გაიმარჯვა იტალიის დედაქალაქში.

4 - როჯერ ფედერერმა ოთხიდან მეოთხე ფინალი დათმო რომში. პირველად მან აქ ჯერ კიდევ 2003 წელს წააგო გადამწყვეტი შეხვედრა ფელიქს მანტიიასთან.

4 - ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერაში მეოთხედ გაიფორმა 20 (ან მეტი) მატჩისგან შემდგარი მოგებათა სერია. ბოლოს სერბმა 28 თებერვალს წააგო - დოჰას ტურნირის ფინალში როჯერ
ფედერერთან. ახლა ნოვაკის წაუგებელი სერია 22 მატჩს აღწევს. მსოფლიოს პირველი ჩოგანისთვის პირადი რეკორდია - ზედიზედ 43 მოგებული მატჩი. საინტერესოა, რომ მსგავსი სერიებით (20 ან მეტი მატჩი წაუგებლად) რეკორდსმენი როჯერ ფედერერია - შვიდი. რაფაელ ნადალს ასეთი ექვსი სერია ჰქონდა. სარეკორდო წაუგებელი სერიის ავტორი კი გილერმო ვილასია. არგენტინელმა 1977 წელს ზედიზედ 46 მატჩი მოიგო.

5 - ჯოკოვიჩმა მიმდინარე სეზონში უკვე ხუთი ტიტული მოიგო. სამ-სამი გამარჯვება აქვთ როჯერ ფედერერსა და დავიდ ფერერს.

8 - კარლა სუარეს-ნავარომ კარიერაში მერვე ფინალი წააგო. ესპანელს კვლავაც ერთი ტიტული აქვს მოპოვებული - შარშან ოეირაშში.

10 - სუარეს-ნავარო ამ სეზონში ბოლო 11 ტურნირიდან ათში მინიმუმ მეოთხედფინალამდე მიდიოდა.

11 - მარია შარაპოვა გაუთანაბრდა სერენა უილიამსს გრუნტზე მოპოვებული ტიტულების რაოდენობით. ეს საუკეთესო შედეგია მოქმედ ჩოგბურთელებს შორის.

23 - შარაპოვამ რომში 23 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ამ სეზონში ის მეორე ადგილზეა ამ სათამაშო კომპონენტში - 137 ორმაგი. ლიდერობს კამილა ჯორჯი 198 ორმაგი შეცდომით.

24 - ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერაში 24-ე "მასტერსი" მოიგო და გაუთანაბრდა მეორე ადგილზე მყოფ ფედერერს. წინ მხოლოდ რაფაელ ნადალია 27 ტიტულით.

30 - კარლა სუარეს-ნავარო პირველი ჩოგბურთელია 2015 წელს, ვინც 30 მატჩი მოიგო.

35 - შარაპოვამ კარიერაში 35-ე ტიტული მოიგო.

37 - ტოპ-ტურნირებზე ("დიდი სლემი", "მასტერსი" და წლის შემაჯამებელი) ნოვაკ ჯოკოვიჩის წაუგებელმა სერიამ 37 მატჩს მიაღწია. სერბმა ბოლო მატჩი შარშან, როლან გაროსის ფინალში წააგო.

39 - ჯოკოვიჩი და ფედერერი 39-ედ შეხვდნენ ერთმანეთს. უფრო ხშირი დაპირისპირება ისტორიაში ჯოკოვიჩსა და ნადალს აქვთ - 40 მატჩი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
24 მასტერსით ჯოკოვიჩი კი არ გაუთანაბრდა არამედ მეორე ადგილი ჩამოართვა ფედერერს!
ფედერერს 23 მასტერსი აქვს!
brola
16:05 19-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული