ესტონელმა პირველი სეტი პირწმინდად წააგო, მაგრამ მეორე სეტში სერიოზული ბრძოლა შესთავაზა მეტოქეს. ვერც ერთი ჩოგბურთელი ვერ ახერხებდა უპირატესობის მოპოვებას და რვა გეიმის შემდეგ ანგარიში 4:4 იყო. მეცხრე გეიმში შარაპოვას მოწოდებაზე კანეპი 30:0 დაწინაურდა და ორი ქულა აკლა ბრეიკამდე, მაგრამ ვერ მიიყვანა საქმე ბოლომდე, მეათე გეიმში კი თავად წააგო საკუთარი მოწოდება და მასთან ერთად მატჩი - 2:6, 4:6.
შარაპოვას
* * *
ბელარუსმა ვიქტორია აზარენკამ პირველი ნაბიჯი გადადგა მესამე წრეში სერენა უილიამსთან შესახვედრად. მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი 2013 წლის შემდეგ პირველ მატჩს ატარებდა როლან გაროსზე და დაბრუნება წარმატებული გამოვიდა. ბელარუსმა ესპანელ მარია-ტერეზა ტორო-ფლორს არანაირი შანსი არ დაუტოვა. აზარენკას ანგარიშზე 27 "ვინერსი" და 10 უნებლიე შეცდომა იყო, რაც ასეთ ანგარიშში გამოისახა - 6:2, 6:1.
ვიქტორიას შემდეგი მეტოქე ჩეხი ლუსი ჰრადეცკა იქნება, რომელმაც სასაი ჟენგი გამოთიშა ბრძოლას. ამ ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, დიდი ალბათობით აზარენკა მესამე წრეში სერენა უილიამსს შეხვდება. მსოფლიოს პირველი ჩოგანი დღეს დაიწყებს თავის გზას საფრანგეთის ღია პირველობაზე.
* * *
თავის საუკეთესო სეზონს ატარებს კარიერაში კარლა სუარეს ნავარო და ეს მის გუშინდელ თამაშშიც იგრძნობოდა. ესპანელმა საათსა და 20 წუთში გაანადგურა რუმინელი მონიკა ნიკულესკუ - 6:2, 6:2, არადა, წინა ორ მატჩში ამ ჩოგბურთელის დასამარცხებლად სამი სეტი დასჭირდა.
სუარეს ნავაროსთვის ეს იყო 32-ე მოგება სეზონში, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ქალთა ტურში. წელს ესპანელი სამი დიდი ტურნირის ფინალში ვიხილეთ - ანტვერპენში, მაიამიში და რომში, აგრეთვე კარიერაში პირველად შევიდა კლასიფიკაციის პირველ ათეულში. შემდეგ რაუნდში პირენეელი ფრანგ ვეტერანს ვირჟინ რაზანოს შეხვდება. საინტერესოა, რომ რაზანოს ორიდან ორ მატჩში ჰყავს დამარცხებული კარლა - ეს ორი წლის წინ მოხდა. ფრანგს ყოველთვის ეხერხებოდა ფავორიტების წინააღმდეგ თამაში - 13-ჯერ მოუგო ტოპ-ათეულის წევრებს, მათ შორის, სერენა უილიამსს 2012 წლის როლან გაროსზე.
* * *
რთულია აგნიეშკა რადვანსკას წაგებას სენსაციური უწოდო, რადგან პოლონელმა წელს ძალიან მოუკლო და რეიტინგში მე-14 ადგილამდე დაქვეითდა. მისი ცუდი ფორმა გუშინაც გამოჩნდა, როცა პირველ და მესამ სეტებში განადგურდა გერმანელ ანიკა ბეკთან - მხოლოდ სამი გეიმის აღება შეძლო. პოლონური კატოვიცეს მოკრძალებულ ტურნირს თუ არ ჩავთვლით, წელს რადვანსკა არსად მეოთხედფინალზე შორს არ გასულა.
დაბოლოს, ამერიკულ დერბიში თაობების ბრძოლა გაიმართა ვინუს უილიამსსა და სლოუნ სტივენს შორის. ვეტერან უილიამსს შეეძლო პირველი სეტის მოგება, როცა ტაი-ბრეიკზე 3:1 დაწინაურდა, მაგრამ აქედან მოყოლებული მთლიანად გადაულოცა ინიციატივა მეტოქეს და 6:7(5), 1:6 დამარცხდა.
ქალები
I წრე
ლუსი ჰრადეცკა (ჩეხ)-სასაი ჟენგი (ჩინ) 6:3, 6:0; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 27)-მარია-ტერეზა ტორო-ფლორი (ესპ) 6:2, 6:1; ცვეტანა პირონკოვა (ბულ)-ბარბორა სტრიკოვა (ჩეხ, 22) 7:6(5), 6:2; დენისა ალერტოვა (ჩეხ)-იოჰანა კონტა (ბრიტ) 7:6(17), 4:6, 6:2; ჰიზერ უოტსონი (ბრიტ)-მატილდ იოჰანსონი (საფ) 6:4, 7:5; სლოუნ სტივენსი (აშშ)-ვინუს უილიამსი (აშშ, 15) 7:6(5), 6:1; კარინა ვიტჰოფტი (გერ)-კატერინა სინიაკოვა (ჩეხ) 6:3, 7:5; სარა ერანი (იტა, 17)-ელისონ რისკე (აშშ) 7:6(1), 2:6, 6:0; ანა კინიუხი (ხორ)-მარგარიტა გასპარიანი (რუს) 6:1, 6:4; ირინა-კამელია ბეგუ (რუმ, 30)-ბეტანი მატეკი (აშშ) 6:4, 7:6(6); კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ, 12)-შუაი ჟანგი (ჩინ) 7:6(4), 6:4; ანდრეა მიტუ (რუმ)-ალიზ ლიმი (საფ) 6:3, 6:2; ანიკა ბეკი (გერ)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 14) 6:2, 3:6, 6:1; პაულა კანია (პოლ)-მონა ბარტელი (გერ) 5:7, 6:2, 6:4; იულია პუტინცევა (ყაზ)-ალექსანდრა კრუნიჩი (სერ) 3:6, 6:3, 6:3; ელინა სვიტოლინა (უკრ, 19)-იანინა ვიკმაიერი (ბელ) 6:2, 6:2; ალიზ კორნე (საფ, 29)-რობერტა ვინჩი (იტა) 4:6, 6:4, 6:1; ალექსანდრა დულგერუ (რუმ)-ნიკოლ გიბსი (აშშ) 6:3, 6:1; კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 8)-მონიკა ნიკულესკუ (რუმ) 6:2, 6:2; ვირჟინ რაზანო (საფ)-ვერონიკა სეპედე როიგი (პარ) 2:6, 6:4, 6:2; აილა ტომლიანოვიჩი (ავსტრა)-კეისი დელაკუა (ავსტრა) 6:2, 6:2; ანჟელიკ კერბერი (გერ, 11)-ტიმეა ბაბოში (უნგ) 6:0, 6:1; დარია გავრილოვა (რუს)-იოჰანა ლარსონი (შვედ) 6:1, 7:6(3); საბინ ლისიცკი (გერ, 20)-მონიკა პუიგი (პ-რიკო) 6:3, 6:2; სამანტა სტოსური (ავსტრა, 26)-მედისონ ბრენგლი (აშშ) 6:1, 6:3; ამადინ ჰესე (საფ)-იარმილა გაიდოშოვა (ავსტრა) 2:6, 6:3, 6:2; ვიტალია დიატჩენკო (რუს)-სტეფანი ფოგელი (შვეიც) 4:6, 6:3, 6:2; მარია შარაპოვა (რუს, 2)-კაია კანეპი (ესტ) 6:2, 6:4.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"