მარია შარაპოვა: არყის გემოს ვერ ვიტან

AutoSharing Option
საკუთარ თავს მოუხერხებელს უწოდებ
"ადამიანების უმრავლესობამ არ იცის, რომ ძალიან მოუხერხებელი და ხანდახან დაბნეული ვარ. ვეჯახები სხვადასხვა საგანს. როცა კორტზე არ ვარ, ასეთი რამ ხშირად ხდება. ბემბივით ვარ. შესაძლოა, ზედმეტად გულჩათხრობილი გახლავართ".

ისევ გატაცებულია ტკბილეულის ბიზნესით
"როცა არ ვთამაშობ ან არ ვვარჯიშობ, კონცენტრირებული ვარ საკუთარ ბიზნესზე. ბევრი იდეა მაქვს, როგორ განვავითარო ბრენდი Sugarpova. ამაზე ფიქრი საშუალებას მაძლევს მოვწყდე ყოველდღიურ რუტინულ საჩოგბურთო ვარჯიშებს".

საყვარელი რესტორანი - Mari Vanna
"ჩემი საყვარელი რესტორანია - Mari Vanna. მათ აქვთ ქსელი ლონდონსა და ნიუ იორკში. ახლა, რესტორანი გახსნეს
ლოს ანჯელესში. იქ ბევრი კერძი მომწონს".

ვერ იტანს არაყს
"არყის გემო საშინლად არ მომწონს. სინამდვილეში, ბევრი ჩემი თანამემამულე ვიცი, რომლებსაც არ უყვართ არაყი. ის შეიძლება კოქტეილში დავლიო, მაგრამ სუფთად - არასოდეს".

დაკარგვის არ ეშინია
"ყველაზე მთავარი მოგზაურობაში - კომფორტის ზონიდან გამოსვლაა. მახსოვს, ტოკიოში ყოფნისას, ერთ-ერთ ქუჩაზე აღმოვჩნდი. ვერ ვაცნობიერებდი სად ვიყავი. ენობრივი ბარიერის გამო არ შემეძლო სწორი მიმართულების დადგენა. ყველგან საგზაო ნიშნები იყო, მაგრამ მათ წაკითხვას ვერ ვახერხებდი. ეს იყო თავგადასავალი, რომელიც მომეწონა".

გატაცებულია თანამედროვე ხელოვნებით
"მომწონს თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების შეგროვება. მოგზაურობისას ყოველთვის ვპოულობ დროს ადგილობრივი გალეერების დასათვალიერებლად. ყველაზე მეტად ვამაყობ პიკასოს ლიტოგრაფიით, რომელიც ლონდონში შევიძინე. ასევე მომწონს კრის გუოლტნი, რომელთანაც ვმეგობრობ და ედ მოზესი".

ყოველდღიურობაში მინიმალიზმის მომხრეა
"ვერ ვიტან არეულობას. მომწონს მინიმალური რაოდენობის საგნები. არც ისე დიდი სახლი მაქვს - თანამედროვე, თბილი. არ მიყვარს სუვენირები. ჩემთან ვერ იპოვნით ეიფელის კოშკის ვერც ერთ მინი-ასლს".

ჰობი - ფოტოგრაფია
"მიყვარს ფოტოების გადაღება მოგზაურობის დროს. მაქვს საკუთარი ბლოგი და ექაუნთი ინსტაგრამზე. ეს არის ჩემი შემოქმედებითი რეალიზაცია. ბევრ ფოტოს ვიღებს Leica C-სა და BlackBerry-ის დახმარებით. BlackBerry-ის თაყვანისმცემელი ვარ. ის მარტივია და საიმედოა, უკეთეს კლავიატურამ კი არ შევხვედრივარ".

ბოლო შვებულება ფილიპინებზე ჰქონდა
"ბოლო ჯერზე ფილიპინებზე ვისვენებდი, კურორტ ამანპულოზე, რომელიც სულუს ზღვაში მდებარე კუნძულზეა. როცა დასვენების საშუალება კიდევ მომეცემა, მინდა გავემგზავრო იქ, სადაც არასოდეს ვყოფილვარ".

აღმერთებს ოკეანეს
"ოკეანე მირჩევნია მთებსა და უდაბნოებს. მიყვარს ბუნებაში ყოფნა, ოღონდ თბილ კლიმატში. იდეალური დასვენება? პლაჟზე წოლა, გამთენიისას იოგას ვარჯიშები, ქოქოსიდან წვენის მირთმევა... ჩემმა დასვენებამ წარმატებით ჩაიარა, თუ მოვიწყენ და სამუშაოზე დაბრუნება მინდა".

საყვარელი სასტუმრო - Il San Pietro
"ვოცნებობ ოდესღაც დავბრუნდე სასტუმრო Il San Pietro-ში, რომელიც პოზიტანოში მდებარეობს. დიდი ხანი გავიდა ჩემი იქ პირველი სტუმრობიდან, მაგრამ მთელი ამ დროის განმავლობაში ვფიქრობდი მასზე. ეს არის ჯადოსნური ადგილი ფანტასტიკური ხედებით. იქ აუცილებლად უნდა დავბრუნდე".

სპეციალური ჩემოდანი Nike-სგან
"ყოველთვის ვმოგზაურობ Nike-ის ჩემოდნით. პირველად 15 წლის წინ შევიძინე. ასეთ ჩემოდნებს აღარ აწარმოებენ. Nike მას სპეციალურად მხოლოდ ჩემთვის ამზადებს".

მოგზაურობს ძაღლთან ერთად
"საყვარელი მეგზური - ჩემი ძაღლია. მაგრამ ყველა ქვეყანაში არ მიმყავს. არ მინდა, რომ მან ჩემი განრიგით იცხოვროს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული