როლან გაროსი: ტაბლომ სამი ადამიანი მოიყოლა

AutoSharing Option
ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგასა და იაპონელ კეი ნიშიკორის მეოთხედფინალური მატჩი დაახლოებით ნახევარი საათით იყო შეწყვეტილი. ამის მიზეზი ის არის, რომ როლან გაროსის საჩოგბურთო კომპლექსის ცენტრალურ კორტზე ტაბლოს კონსტრუქციის ნაწილი ჩამოიშალა.

ინციდენტი მეორე სეტის მსვლელობისას მოხდა, როცა ცონგა 6:1, 5:2 იყო დაწინაურებული. ფილიპ შატრიეს სახელობის არენის თანამშრომლებმა ტრიბუნებიდან გაიყვანეს რამდენიმე დაზარალებული, რომელთა შორის ერთი ბავშვი იყო. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული