როლან გაროსი: სერენა შტორმივით იყო

AutoSharing Option
ქალებს შორის გუშინ ფავორიტებმა გაიმარჯვეს. სერენა უილიამსმა წინა სამ მატჩში სამსეტიანი ბრძოლების შემდეგ საათსა და ექვს წუთში გაანადგურა სარა ერანი. იტალიელმა რვიდან მერვე მატჩი წააგო ამერიკელთან, თანაც, ამ შეხვედრებში მხოლოდ ერთი სეტი აქვს აღებული. შესაბამისად, საბოლოო ანგარიში - 6:1, 6:3 გასაკვირი არ ყოფილა.

სერენამ 39 "ვინერსით" და 23 უნებლიე შეცდომით დაასრულა შეხვედრა. თუ ამერიკელი წინა სამ მატჩში ოთხ-ოთხ ბრეიკს აძლევდა მეტოქეებს, ამჯერად, მხოლოდ ერთი ბრეიკის საშუალება მისცა ერანის.

უილიამსი ნახევარფინალში გავიდა, სადაც ფანტასტიკური სტატისტიკა აქვს - 25 შემთხვევიდან 23-ჯერ გადალახა
ეს ბარიერი. ამ მაჩვენებლების გაუმჯობესებას ის დღეს ეცდება შვეიცარიელ ტიმეა ბაშჩინსკისთან მატჩში.

ამ უკანასკნელმა ასევე ორ სეტში დაამარცხა ბელგიელი ალისონ ვან უიტვანკი. ეს ჩოგბურთელები პირველად თამაშობდნენ "დიდ სლემის" ტურნირების მეოთხედფინალში, თუმცა ტიმეას პროგრესი გასაკვირი არ არის: ის ბრწყინვალე სეზონს ატარებს და უკვე მოასწრო ორი ტიტულის მოპოვება.

ვან უიტვანკმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია მომავალ ნახევარფინალისტს. მაგალითად, მეორე სეტში 1:3-დან გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ბაშჩინსკი უკეთ გამოიყურებოდა და 6:4, 7:5 მოიგო. ის 2004 წლის შემდეგ პირველი შვეიცარიელი გახდა, ვინც "დიდი სლემის" ტურნირის ნახევარფინალამდე მიაღწია. ბოლოს ეს პატი შნიდერმა გააკეთა.

რა შეეხება ბაშჩინსკის დაპირისპირებას სერენა უილიამსთან, ამერიკელს ორიდან ორი მატჩი აქვს მოგებული, მათ შორის, წელს ინდიან უელსის ტურნირზე.

ქალები
1/4-ფინალი

სერენა უილიამსი (აშშ, 1)-სარა ერანი (იტა, 17) 6:1, 6:3; ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც, 23)-ალისონ ვან უიტვანკი (ბელ) 6:4, 7:5.

1/2-ფინალი
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც, 23); ანა ივანოვიჩი (სერ, 7)-ლუსი საფაროვა (ჩეხ, 13).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული