უტაქტო შედარება: ტიმეა ბაშჩინსკი საკონცენტრაციო ბანაკის ზედამხედველს შეადარეს

AutoSharing Option
უსიამოვნო სიტუაციაში გაეხვა ესპანური გამოცემა El Mundo და მისი ჟურნალისტი ემილია ლანდალუსი.

პეკინის ტურნირის ფინალის შემდეგ, რომელშიც ესპანელმა გარბინ მუგურუსამ შვეიცარიელი ტიმეა ბაშჩინსკი დაამარცხა, ლანდალუსმა გარეგნული მსგავსებისა და თამაშის მკაცრი მანერის გამო, ბაშჩინსკი რავენსბრიუკის, აუშვიცისა და ბერგენ-ბელცენის საკონცენტრაციო ბანაკების ცნობილ ზედამხედველს ირმა გრეზეს შეადარა.

"ბაშჩინსკი თამაშობს ხისტ, მაგრამ ეფექტურ ჩოგბურთს. ის ერთგვარად ირმა გრეზეს როლში წარმოგვიდგება, რომელიც ცნობილი იყო იმით, რომ ტყვეები ცემით სიკვდილამდე მიჰყავდა", - წერია ლანდალუსის სტატიაში.

მოგვიანებით, მასალა წაშალეს El Mundo-ს გვერდიდან, ემილიამ კი ტიმეას ბოდიში მოუხადა.

"ძვირფასო ტიმი, ვწუხვარ სტატიაში მოყვანილი შედარებისთვის. ეს მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რომ იუმორისტულ კონტექტსში იყო გაკეთებული. ეს აღარ განმეორდება", - დაწერა ჟურნალისტმა საკუთარ "ტვიტერზე".

ირმა გრეზე ნაცისტებში 1942 წელს გაწევრიანდა და ტყვეებისგან მიიღო ისეთი მეტსახელები, როგორიცაა - "ქერათმიანი ეშმაკი", "სიკვდილის ანგელოზი", "შესანიშნავი ურჩხული". მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, გრეზეს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს და სიკვდილით დასაჯეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული