
მე-4 ნომრად განთესილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ალექსანდრე მეტრეველმა პირველ ნომრად განთესილი, რუსი ჩოგბურთელი ვიქტორ ბალუდა სამ სეტში, ანგარიშით 6-2, 2-6, 6-0 დაამარცხა.
ალექსანდრე მეტრეველი ფინალში იტალიელ ჩოგბურთელს მარკო ბორტოლოტის დაუპირისპირდება. ფინალი ხვალ, 7 ივნისს, პანტიანის საჩოგბურთო კლუბში გაიმართება.