7 - ნოვაკ ჯოკოვიჩი ვერ შევიდა კარიერული "დიდი სლემის" მფლობელთა კლუბში. ასე რომ, ამ მომენტისთვის მხოლოდ შვიდი ჩოგბურთელია ისტორიაში, რომლებსაც ოთხივე პრესტიჟული ტიტული აქვთ მოგებული:
დონ ბაჯი (22 წლის) - 1938 წელი
როდ ლეივერი (24) - 1962
რაფაელ ნადალი (24) - 2010
ფრედ პერი (26) - 1935
როჯერ ფედერერი (27) - 2009
როი ემერსონი (27) -
ანდრე აგასი (29) - 1999
8 - ვავრინკა ღია ერაში პირველი მერვე ნომრად განთესილი გახდა, ვინც როლან გაროსის ფინალში გავიდა.
13 - ვავრინკა ბოლო 13 წლის განმავლობაში როლან გაროსის პირველი ჩემპიონია, რომელმაც ერთი წლის წინ აქ პირველი წრე წააგო. 2002 წელს მსგავსი შედეგი ჰქონდა ალბერტ კოსტას. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში შვეიცარიელმა სასტარტო რაუნდში გილერმო გარსია-ლოპესთან წააგო.
15 - ვავრინკას მწვრთნელი მაგნუს ნორმანი 15 წლის წინ თამაშობდა როლან გაროსის ფინალში, მაგრამ წააგო გუსტავო კუერტენთან.
16 - ჯოკოვიჩი, მეთექვსმეტედ კარიერაში, გავიდა "დიდი სლემის" ტურნირის ფინალში. საუკეთესო შედეგი აქვს როჯერ ფედერერს - 25 გადამწყვეტი მატჩი კარიერაში.
27 - ჟო-ვილფრიდ ცონგა ვერ გახდა პირველი ადგილობრივი ფინალისტი 1988 წლის შემდეგ, როცა გადამწყვეტ შეხვედრამდე მიაღწია ანრი ლეკონტმა.
62 - 60-ზე მეტი ეისი ტურნირზე მხოლოდ სტენ ვავრინკამ შეასრულა.
100 - ვავრინკას ასპროცენტიანი მაჩვენებელი აქვს "დიდი სლემის" ტურნირებზე. ორი ფინალი - ორი მოგება.
ATP. რეიტინგი
1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 13 845
2(2). როჯერ ფედერერი (შვეიც) 9 415
3(3). ენდი მარეი (ბრიტ) 7 040
4(9). სტენ ვავრინკა (შვეიც) 5 835
5(5). კეი ნიშიკორი (იაპ) 5 570
6(4). ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 5 050
7(8). დავიდ ფერერი (ესპ) 4 490
8(6). მილოშ რაონიჩი (კან) 4 440
9(10). მარინ ჩილიჩი (ხორ) 3 460
10(7). რაფაელ ნადალი (ესპ) 2 930
11(11). გრიგორ დიმიტროვი (ბულ) 2 760
12(15). ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 2 585
13(13). ჟილ სიმონი (საფ) 2 300
14(12). ფელისიანო ლოპესი (ესპ) 2 245
15(18). დავიდ გოფენი (ბელ) 1 915
16(14). გაელ მონფილსი (საფ) 1 885
17(17). კევინ ანდერსონი (ს. აფრ) 1 880
18(16). ჯონ ისნერი (აშშ) 1 845
19(21). რიშარ გასკე (საფ) 1 715
20(19). ტომი რობრედო (ესპ) 1 710
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"