რაფაელ ნადალს ფინალისთვის არ უყურებია

AutoSharing Option
ესპანელმა რაფაელ ნადალმა აღიარა, რომ არ უყურებია როლან გაროსის ფინალური მატჩისთვის შვეიცარიელ სტენ ვავრინკასა და სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს შორის. ტელევიზორთან ჯდომას მსოფლიოს მეცხრე ჩოგანმა ვარჯიში არჩია.

"ფინალური მატჩი არ მინახავს, რადგან იმ დროს კორტზე ვვარჯიშობდი. ბალახის სეზონის დაწყება ყოველთვის რთულია. მინდა აქ საუკეთესო თამაში ვაჩვენო, ამიტომაც ყოველდღე ძალიან მონდომებით ვვარჯიშობ. უნდა გავაუმჯობესო ჩოგბურთის დონე, თამაშის ინტენსივობა... თუ ამას შევძლებ, მოხერხდება საუკეთესო დონეზე დაბრუნება. უიმბლდონამდე ორი კვირით ადრე მექნება დებიუტი ბალახზე. იმედია, ეს დამეხმარება", - განაცხადა რაფაელ ნადალმა.

ესპანელი შტუტგარტშია ჩასული,
სადაც დღეიდან ჩაებმება "მერსედესის თასის" გათამაშებაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული