ბორის ბეკერი: როჯერ ფედერერი სულაც არ არის სასიამოვნო

AutoSharing Option
მსოფლიოს პირველი ჩოგანის, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელმა ბორის ბეკერმა განაცხადა, რომ თანამედროვე ჩოგბურთში აღარ დარჩა პრინციპული დაპირისპირებები და მეტოქეები იშვიათად ლანძღავენ ერთმანეთს, - ფულადი ჯარიმის ეშინიათ.

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ისიც აღნიშნა, რომ ჩოგბურთში არც ნამდვილი მეგობრობა არსებობს, მაგალითად კი მოჰყავს თავისი შეგირდი და შვეიცარიელი როჯერ ფედერერი.

"ჩოგბურთში უკვე აღარ არსებობს საინტერესო მეტოქეობა, რადგან მოთამაშეები ძალიან უფრთხიან მოწინააღმდეგისთვის შეურაცხყოფისთვის დაწესებულ ჯარიმებს. ჩოგბურთის ვარსკვლავები ინაჩუნებენ ყალბ მეგობრობას.

საიდუმლო არავისთვის არ არის, რომ როჯერ ფედერერსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს დიდად არ უყვართ ერთმანეთი.
ფედერერი ისეთი სასიამოვნო ადამიანი არ არის, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს", - ამბობს ბეკერი Tennis World Italy-სთვის მიცემულ კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰაა ბოღმა
roje
10:26 11-06-2015
0

სიახლეები პოპულარული