მან იცის, რომ ყოველთვის მის გვერდით ვიქნები - ჯოკოვიჩი გაკოტრებულ ბეკერს დახმარების ხელს უწვდის

AutoSharing Option
ლეგენდარულმა სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ ყოფილ მწვრთნელ ბორის ბეკერთან დღემდე მეგობრობს და მზადაა, მას ნებისმიერ დროს დაეხმაროს.

როგორც იცით, ყოფილი გერმანელი ჩოგბურთელი 2017 წლის ივნისში ლონდონის სასამართლომ გაკოტრებულად გამოაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, მან 167 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება გაანიავა.

"მე და ბორისს კონტრაქტი დღემდე გვაქვს და ჩვენ ერთმანეთს ლონდონში რამდენჯერმე შევხვდით.

ჩვენი ურთიერთობა მჭიდრო და მეგობრულია. მან ჩემს ოჯახსა და გუნდთან ერთად 3 შესანიშნავი წელი გაატარა.

მისი დახმარებით კორტზე დიდ წარმატებას ვაღწევდი და პირად ცხოვრებაშიც საკმაოდ ახლოს ვიყავით.

ბორისი
მენტალურად ერთ-ერთი უძლიერესი პიროვნებაა, რომელსაც ცხოვრებაში შევხვედრივარ.

ყველაფერი, რაც მოხდა, მისთვის დიდი გამოწვევაა. სიმართლე გითხრათ, საზოგადოებაში მის გარშემო გავრცელებული ბევრი ინფორმაცია სიცრუეა და ეს მის ოჯახს ცუდ იმიჯს უქმნის.

ბეკერს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. მან იცის, რომ ყოველთვის მის გვერდით ვიქნები და ნებისმიერ დროს დიდი სიამოვნებით დავეხმარები", - აღნიშნა ჯოკოვიჩმა.

ბორისი ნოვაკს 2014-16 წლებში ავარჯიშებდა, რა დროშიც სერბმა 6 დიდი სლემის ტიტული მოიგო.

altნოვაკ ჯოკოვიჩი: ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული