და შტუტგარტის ტურნირზე, თავდაპირველად, რაფა ამართლებდა ამ ვარაუდებს. პირველ მატჩში მან ძალიან იწვალა კვიპროსელ მარკო ბაღდატისთან სამსეტიან მატჩში. ასევე სამი სეტი დასჭირდა მეოთხედფინალში ავსტრალიელი ბერნარდ ტომიჩის წინააღმდეგ. მაგრამ უკვე ნახევარფინალში ესპანელმა ძალიან დამაჯერებლად დაამარცხა ფრანგი გაელ მონფილსი - 6:3, 6:4.
სავარაუდოდ, ფინალში ნადალის მეტოქე უნდა
ფინალის დებიუტში ნადალს აშკარად "ჩაეძინა" და ზედიზედ ექვსი ქულა წააგო, თუმცა ტროიცკიმ ბრეიკამდე ვერ მიაღწია. რაფაელმა საჭირო მომენტში დამატებითი რეზერვები ჩართო, თან მეოთხე გეიმიდან მოყოლებული მოწოდებაც გამოასწორა. ნადალი ეისებს სტაბილურად აგროვებდა (ჯამში 11 ეისი დაუგროვდა), მიღებაზე კი ბრძოლას ცდილობდა, მაგრამ შანსი მხოლოდ ტაი-ბრეიკზე მიიღო. ტროიცკიმ გონს მოსვლა ვერ მოასწრო, რომ ესპანელმა 6:2 წაიყვანა ანგარიში. რაფამ პარტია ეისით დაასრულა.
მეორე სეტის სტარტზე ნადალმა იზრუნა უპირატესობის შექმნაზე - მესამე გეიმში შეასრულა ბრეიკი (ერთადერთი ჯამში ორივე ჩოგბურთელისთვის). ამის შემდეგ ესპანელმა აქცენტი საკუთარი გეიმების შენარჩუნებაზე გააკეთა და ეს არ გასჭირვებია - 7:6(3), 6:3.
"არ მინდა ვიფიქრო იმაზე - რას ელოდა ჩემგან ხალხი ამ ტურნირზე. ვერ ვხედავ აზრს გონება ამგვარი ფიქრებით დავიტვირთო. უფრო მნიშვნელოვანია სწორად დაუსახო საკუთარ თავს მიზანი და მისკენ იარო.
ძალიან კარგია ბალახის ტურნირის მოგება, მით უმეტეს, ფინალში ისეთი ძლიერი მეტოქის დამარცხებით, როგორიც ტროიცკია. ახლა თავს კარგად ვგრძნობ, განსხვავებით ამ სეზონის პირველი თვეებისა. ვერ ვახერხებდი ისე თამაშს, როგორც მსურდა. ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დაღლილი ვიყავი. მაგრამ, ახლა, ყველაფერი ნორმაში დგება. ჩემი ამოცანაა - ოპტიმალურ ფორმაში შევხვდე უიმბლდონს", - ხაზი გაუსვა ნადალმა.
როგორც გითხარით, ნადალმა 2010 წლის უიმბლდონის შემდეგ პირველად მოიგო ტურნირი ბალახზე. ესპანელმა ნავსი გატეხა და ახლა, მისი პერპსექტივები Queen’s Club-ზე და უიმბლდონზე ისეთი პესიმისტური არ ჩანს, როგორც თუნდაც ერთი კვირის წინ მოსჩანდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"