როცა ფედერერი და ნადალი წავლენ, ჩოგბურთი პოპულარობას დაკარგავს

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს ბორის ბეკერს მიაჩნია, რომ ჩოგბურთიდან შვეიცარიელი როჯერ ფედერერისა და ესპანელი რაფაელ ნადალის წასვლის შემდეგ, სპორტის ამ სახეობამ, შესაძლოა, პოპულარობა დაკარგოს.

"დღეს ჩოგბურთი ცოცხალია და საქმეები შესანიშნავად მიდის, მაგრამ, როცა როჯერი და რაფა გამოსვლას დაასრულებენ, წამყვან როლებზე მხოლოდ ნოვაკი და ენდი დარჩებიან. სპორტის ჩვენს სახეობას ძალიან გაუჭირდება პოპულარობის შენარჩუნება ახალი ქარიზმატული ლიდერების გარეშე.

ჩვენ გვყავს ტანასი კოკინაკისი და ნიკ კირგიოსი, რომლებიც ახალგაზრდები არიან და აშკარა ინდივიდუალურობა გააჩნიათ. მაგრამ მათი თამაში ჯერჯერობით შორს არის ლიდერთა დონისგან", - ამბობს
ბეკერი BBC-თან კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული