ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეს მიუახლოვდა

AutoSharing Option
უიმბლდონის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა 23 წლის თბილისელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (რეიტინგით 153-ე), რომელმაც 33 წლის უზბეკი ფარუხ დუსტოვი (194-ე) ორ სეტში დაამარცხა - 6:3, 6:3 და 16 სარეიტინგო ქულაც დაიმსახურა.

დღეს, 25 ივნისს, მესამე წრეში ჩვენებური უნგრელ მარტინ ფუჩოვიჩს (165-ე) შეხვდება. ამ უკანასკნელმა გუშინ ბენჯამინ მიტჩელს (ავსტრალია) აჯობა - 6:3, 3:6, 6:2.

ბასილაშვილს ძირითად ბადემდე სწორედ უნგრული ბარიერი აშორებს.

* * *
სტამბოლში ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) წარმატებით დაიწყო მე-6 ნომრად განთესილმა ალექსანდრე მეტრეველმა,
რომელმაც სტარტზე დომინიკელი რობერტო კიდი დაჯაბნა - 7:6, 6:3.

მეორე წრეში ქართველი ჩოგბურთელი იაკობ ჰანსენის (აშშ) მძლეველ (6:7, 7:5, 7:5) ანილ იუკსელს (თურქეთი) შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ტატიშვილზე რატო არაფერს ამბობთ? მოიგო ანამაც და არ თვლით ქართველად?
parfiumer
16:17 25-06-2015
0
ძალიან გაგვახარე!!!!! აბა ერთიც და....... ყოჩაღ!!!!!!
დათო
12:14 25-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული