უიმბლდონის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია

AutoSharing Option
29 ივნისს უიმბლდონის ტურნირის ძირითადი ბადე იწყება. კარიერაში პირველად, ტურნირის ძირითად ბადეში მონაწილეობას მიიღებს 23 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი (153), რომელმაც საკვალიფიკაციო ბადე მოიგო.

დღეს გაირკვა ბასილაშვილის პირველი მეტოქე - ის 25 წლის არგენტინელი ფაკუნდო ბაგნისია (137).

წარმატების შემთხვევაში, ქართველი ჩოგბურთელი ბელგიელი სტივ დარსისა (77) და ესპანელი ფელისიანო ლოპესის (16) წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. ლოპესი უიმბლდონზე მე-15 ნომრად არის განთესილი.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან კარგია, ეს შანსი უნდა გამოიყენოს და წინ უნდა წავიდეს კიდე
მირზა
18:34 27-06-2015
0
ნიკოლოზ წარმატებას გისურვებ!!!!
დათო
17:20 26-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული