
შეხვედრა თბილისის დროით 16:00 სთ-ზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი კვალიფიკაციით 153-ეა. მან უიმბლდონის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ზედიზედ სამ მეტოქეს აჯობა და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.
წარმატების შემთხვევაში, ნიკოლოზი მომდევნო წრეში მეთხუთმეტე ნომრად განთესილ ფელიციანო ლოპესსა და სტივ დარსის შორის გამარჯვებულს შეხვდება.