ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის ტურნირის პირველი წრე გადალახა

AutoSharing Option
30 ივნისს უიმბლდონის ტურნირის პირველ წრეში 23 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი (153) არგენტინელ ფაკუნდო ბაგნისს (137) შეხვდა და იოლად, სამ სეტში დაამარცხა - 6:4, 7:6 (7:3), 6:2.

ორთაბრძოლა საათსა და 53 წუთს გაგრძელდა. ყველაზე დაძაბული მეორე სეტი გამოდგა, რომელიც ბასილაშვილმა ტაი-ბრეიკში, 7:3 მოიგო.

1/32-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე მე-15 ნომრად განთესილი ფელისიანო ლოპესი (ესპანეთი) იქნება.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველად თამაშობდა უიმბლდონის ტურნირის ძირითად ბადეში. აქ ის საკვალიფიკაციო ბადის გავლით მოხვდა.

პირველ წრეში მოგებით, ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა და 47 ათასი ფუნტი
სტერლინგი დაიბევა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ღმერთმა ხელი მოუმართოს!!!!!!!!!!!
ქართველი
10:23 01-07-2015
0
Xvalaa tamashi feliciano lopess etamasheba daaxloebit 3 saatistvis. Albat silk sporti achvenebs mara sakabelo tuar gaq mashin hahasport.com-am satze naxe uqneba
Tamasi rodisaa-s
08:42 01-07-2015
0

სიახლეები პოპულარული