უიმბლდონი. III დღე: ივანოვიჩიც სახლში წავიდა

AutoSharing Option
ქალთა ტურნირზე დღე არ გავა, რომ სენსაცია არ მოხდეს. ამჯერად, სერბი ანა ივანოვიჩის ჯერი დადგა, რომელმაც წინა დღეს გავარდნილი სიმონა ჰალეპისა და ეჟენი ბუშარის ბედი გაიზიარა.

ამერიკელ ბეტანი მატეკთან მატჩი მხოლოდ საათი და ცხრა წუთი გაგრძელდა. ივანოვიჩს რვა ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ ერთი ასეთი შანსი გამოიყენა, იმ დროს, როცა მატეკმა სამჯერ აიღო მეტოქის მოწოდება - 6:3, 6:4. ამ მოგებით, ამერიკელმა 2:1 წაიყვანა ანგარიში ივანოვიჩის წინააღმდეგ.

ასევე მოულოდნელობად შეგვიძლია ჩავთვალოთ იტალიელი სარა ერანის მარცხი სერბ ალექსანდრა კრუნიჩთან. აპენინელმა, პირველ რიგში, საკუთარ
თავს უნდა დააბრალოს წაგება, რადგან მეტოქეს შვიდი ბრეიკის შესრულების საშუალება მისცა. ორი საათი და შვიდი წუთი ბრძოლის შემდეგ კრუნიჩმა სამ სეტში მოიგო - 6:3, 6:7, 6:2.

* * *
უნგრელ ტიმეა ბაბოშთან პირველივე საკუთარი გეიმის წაგების შემდეგ, სერენა უილიამსმა საკუთარ თავს მოდუნების უფლება არ მისცა და 59 წუთში მოამთავრა საქმე - 6:4, 6:1. ამერიკელი ძალიან სტაბილური იყო, რაზეც მეტყველებს მხოლოდ ცხრა უნებლიე შეცდომა. ამას 23 "ვინერსიც" ემატება.

სერენას შემდეგი მეტოქე ბრიტანელი ჰიზერ უოტსონი იქნება, რომელმაც გამოცდილი დანიელა ჰანტუხოვა გამოთიშა ბრძოლას.

* * *
ოდნავ მეტი დრო დასჭირდა მესამე წრის საგზურის მოსაპოვებლად მარია შარაპოვას. რუსი ბევრისთვის უცნობ ჰოლანდიელს რიჩელ ჰოგენკამპს ეთამაშებოდა და 65 წუთში გაუსწორდა მას - 6:3, 6:1. მარიას 22 "ვინერსი" და 11 უნებლიე შეცდომა ჰქონდა, აგრეთვე ბადესთან 13 გასვლიდან 11 წარმატებული გამოდგა. მესამე წრეში მარია რუმინელ ირინა-კამელია ბეგუს შეხვდება.

ქალები
I წრე

მედისონ კისი (აშშ, 21)-სტეფანი ფოგელი (შვეიც) 6:7(6), 6:3, 6:4; ელიზავეტა კულიჩკოვა (რუს)-იანინა ვიკმაიერი (ბელ) 3:6, 7:6(6), 10:8.

II წრე
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-ტიმეა ბაბოში (უნგ) 6:4, 6:1; ჰიზერ უოტსონი (ბრიტ)-დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ) 6:4, 6:2; ალექსანდრა კრუნიჩი (სერ)-სარა ერანი (იტა, 19) 6:3, 6:7(2), 6:2; ვინუს უილიამსი (აშშ, 16)-იულია პუტინცევა (ყაზ) 7:6(5), 6:4; კრისტინა მლადენოვიჩი (საფ)-ელენა ოსტაპენკო (ლატ) 6:4, 7:5; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 23)-კირსტენ ფლიპკენსი (ბელ) 6:3, 6:3; ბელინდა ბენჩიჩი (შვეიც, 30)-ანა-ლენა ფრიდსამი (გერ) 7:5, 4:6, 6:0; ბეტანი მატეკი (აშშ)-ანა ივანოვიჩი (სერ, 7) 6:3, 6:4; მარია შარაპოვა (რუს, 4)-რიჩელ ჰოგენკამპი (ჰოლ) 6:3, 6:1; ირინა-კამელია ბეგუ (რუმ, 29)-ლესია ცურენკო (უკრ) 7:5, 6:7(4), 7:5; ზარინა დიასი (ყაზ)-ალექსანდრა სასნოვიჩი (ბლრ) 7:5, 6:1; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 14)-მარიანა დუკე-მარინო (კოლ) 6:3, 6:1; კოკო ვანდევეგე (აშშ)-კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ, 11) 7:6(5), 6:4; სამანტა სტოსური (ავსტრა, 22)-ურსულა რადვანსკა (პოლ) 6:3, 6:4; სლოუნ სტივენსი (აშშ)-ლორენ დევისი (აშშ) 6:4, 6:4; ლუსი საფაროვა (ჩეხ, 6)-სუ-ვეი ჰსიე (ტაივ) 6:2, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული