დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ტურნირის მეორე წრეში ითამაშებს

AutoSharing Option
დღეს, 2 ივლისს, ნიკოლოზ ბასილაშვილი (153) უიმბლდონის ტურნირის მეორე წრეში ესპანელ ჩოგბურთელ ფელისიანო ლოპესს დაუპირისპირდება, რომელიც ტურნირზე მე-15 ნომრადაა განთესილი.

შეხვედრა თბილისის დროით 16:00 სთ-ზე დაიწყება. 23 წლის ქართველი ჩოგბურთელი ესპანელ მეტოქეს, რომელიც მსოფლიოს მე-16 ჩოგანია, პირველად ხვდება.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპები წარმატებით დაძლია, რის შემდეგაც ტურნირის ძირითად ბადეში პირველი შეხვედრა არგენტინელ ფაკუნდო ბაგნისს (137) დამაჯერებლად, სამ სეტში მოუგო.

აღსანიშნავია, რომ ბუქმეკერები აშკარა ფავორიტად ესპანელს მიიჩნევენ, რომლის მოგებაზე ფსონები 1,14-ზე მიიღება, ხოლო ბასილაშვილის მოგებაზე - 5,50-ზე.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მოიგოოოოოოო!!!!!! ოქრო ხარ!!!!!! უიმბლდონზე ქართული დააფიქსირა!!!!!ყოჩააააღ!!!!!!! ბაუტისტასაც ამოაგდებ დარწმუნებული ვარ!!!!!
დათო
02 ივლისი 2015 22:39
0
ნიკოლოზამ მოიგოოოოოოოო
გილოცავ ნიკოლოზ
nikoloooz
02 ივლისი 2015 19:51
0
მეორე ბრეიკი ბოლო სეტში!!!
Mindia
02 ივლისი 2015 19:40
0
წამოიხია შენი ესპანელი მესამე სეტშიც და 2-1 იგებს
nika-s
02 ივლისი 2015 18:41
0
ნიკოლოზი ამარცხებს ჯერ-ჯერობით მეტოქეს, ბრეიკი გაუკეთა ახლახანს და სეტი 4-1 მიჰყავს (მანამდე 1-1 -ია)
irakli apkhaidze
02 ივლისი 2015 18:29
0
მშვიდობით ნიკოლოზ! ვწუხვარ მაგრამ ესპანელი დაგამარცხებს
nika
02 ივლისი 2015 17:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული