ნიკოლოზ ბასილაშვილი უმბლდონის ტურნირის 1/16-ფინალში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიკოლოზ ბასილაშვილმა (153) უიმბლდონის ტურნირში გამოსვლა 1/16-ფინალში დაასრულა.

4 ივლისს, ტურნირზე მე-20 ნომრად განთესილ ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტთან (22) შეხვედრაში 23 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მხოლოდ პირველ სეტში იბრძოლა - 6:7, 0:6, 1:6.

ბასილაშვილმა უმბლდონის მესამე წრეში გასვლით 90 ქულა და 77 ათასი ფუნტი სტერლინგი გამოიმუშავა.

შეგახსენებთ, ტურნირის მეორე წრეში მან ფელისიანო ლოპესს აჯობა. მანამდე, ტურნირის პირველ წრეში არგენტინელ ფაკუნდო ბაგნისს მოუგო, ძირითად ბადეში მოხვედრამდე კი სამი საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დზალიან მაგარია საქარტველოსშ შეიძლება ამ სპორტის განვითარება
malxazi
09:02 05-07-2015
0

სიახლეები პოპულარული