ნოვაკ ჯოკოვიჩმა ბოდიში მოიხადა

AutoSharing Option
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ბოდიში მოუხადა ბურთების მიმწოდებელ გოგონას, რომელიც სერბისა და კევინ ანდერსონის შეხვედრას ემსახურებოდა.

ერთ-ერთი გათამაშების შემდეგ ნოვაკმა უხეში ფორმით დაუყვირა გოგონას, როცა მას ჩოგბურთელისთვის პირსახოცის მიწოდება დააგვიანდა. შემდეგ კი მკვეთრად მიუგდო პირსახოცი სახეში. ერთ-ერთი მაყურებლის თქმით, ინციდენტის შემდეგ ახალგაზრდა მთელი მატჩის განმავლობაში კანკალებდა.

"დაველაპარაკე გოგონას და მან მითხრა, რომ ყველაფერი წესრიგში აქვს. მას ბოდიში მოვუხადე იმის გამო, რაც გავაკეთე. მისი საწინააღმდეგო არაფერი მქონდა, ეს სათამაშო ეპიზოდი იყო. მოვტრიალდი და დავიყვირე. სამწუხაროა, რომ იმ მომენტში ჩემთან ახლოს
აღმოჩნდა. ვფიქრობ, ჟურნალისტებმა ამ ყველაფრისგან იმაზე დიდი ისტორია შექმნეს, ვიდრე სინამდვილეში იყო", - აღნიშნა ჯოკოვიჩმა.

სერბმა ხაზი გაუსვა, რომ აფასებს ბურთის მიმწოდებელთა სამუშაოს, მით უმეტეს, რომ ოდესღაც თავადაც აკეთებდა ამას.

ეს არ არის ჯოკოვიჩის კარიერაში პირველი მსგავსი შემთხვევა. ამა წლის აპრილში, მაიამის ტურნირზე ენდი მარეისთან სეტის წაგების შემდეგ, მან კორტის მომსახურე გოგონას დაუყვირა, რის გამოც გაფრთხილება მიიღო. მოგვიანებით, ჩოგბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბურთის მომწოდებლებმა ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ... :დ
პაპა
01:12 10-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული