ოქსანა კალაშნიკოვა ფრანგული ტურნირის წყვილთა პაექრობაში ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
საფრანგეთში, ჩოგბურთელ ქალთა 100.000-იანი ტურნირის წყვილთა პაექრობაში თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა დანკა კოვინიჩთან (ჩერნოგორია) ერთად პირველ ნომრადაა განთესილი და პირველ წრეში ისვენებდა.

ქართულ-ჩერნოგორიულმა დუეტმა მეოთხედფინალში მიხაელა ბოევისა (ბელგია) და მიჩელ სიმონსის (სამხრეთი აფრიკა) ტანდემს მოუგო - 6:4, 6:3.

ნახევარფინალში კალაშნიკოვასა და კოვინიჩს მეტოქეობას გაუწევენ ჟანეტ ჰუსაროვა (სლოვაკეთი) და ტერეზა შმიტკოვა (ჩეხეთი), რომლებმაც 9 ივლისს, დაძაბულ ბრძოლაში ანდრეა მიტუ (რუმინეთი) და ელენა ოსტაპენკო (ლატვია) დაამარცხეს - 2:6, 6:2, 10:7.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული