უიმბლდონმა რეიტინგები დაალაგა

AutoSharing Option
უიმბლდონზე გამარჯვების შემდეგ, სერენა უილიამსის უპირატესობა უახლოეს კონკურენტთან 6671 ქულამდე გაიზარდა! უახლოესი მდევარი კი მარია შარაპოვა გახდა.

რუსმა ნახევარფინალამდე მიაღწია და გაუსწრო პეტრა კვიტოვასა და სიმონა ჰალეპს, რომლებმაც უიმბლდონი ჩააგდეს. მარიას ჩამორჩენა უილიამსთან იმაზე მეტია, რაც რუსს ქულები აქვს დაგროვებული ბოლო 52 კვირის განმავლობაში. გარდა ამისა, სერენამ უკვე მოიპოვა სინგაპურში WTA-ის შემაჯამებელ ტურნირში თამაშის უფლება. ასე ადრე, ქალთა ტურში არავის გაუნაღდებია ამ ტურნირში მონაწილეობა.

კვიტოვამ ვერ დაიცვა ტიტული და მეორედან მეხუთე პოზიციამდე დაეშვა. ამასთან, პეტრას ქულების იგივე რაოდენობა აქვს, რამდენიც
მეოთხე ადგილზე მყოფ კაროლინ ვოზნიაცკის, თუმცა დანიელი დამატებითი მაჩვენელებით არის წინ.

ეჟენი ბუშარმა ვერ შეძლო შარშანდელი ფინალის დაცვა. კანადელმა პირველივე რაუნდში წააგო და მე-12 ადგილიდან 26-ე პოზიციამდე დაეშა.

პირველი ათეული შეავსო ორმა ჩოგბურთელმა. აგნიეშკა რადვანსკამ უიმბლდონზე ნახევარფინალამდე მიაღწია, რამაც ექვსი საფეხურით მაღლა ასვლისა და მეშვიდე ადგილის მოპოვების საშუალება მისცა. პოლონელი ათეულის მიღმა ორ თვეზე მეტხანს იყო. გარდა ამისა, საუკეთესო ათეულში მოხვდა ტურნირის ფინალისტი გარბინ მუგურუსა. ესპანელმა 21-ე ადგილიდან ერთბაშად მეცხრემდე აინაცვლა. ათეული დატოვეს ეკატერინა მაკაროვამ და ანჟელიკ კერბერმა.

საჩემპიონო რბოლაში შარაპოვა ასევე მეორე ადგილზე გადავიდა, მუგურუსა კი პირველ ხუთეულშია. გარდა ამისა, TOP8-ში შევიდა ტიმეა ბაშჩინსკი, რომელმაც როლან გაროსის ნახევარფინალს უიმბლდონის მეოთხედფინალი დაუმატა.

* * *
უიმბლდონის შედეგების მიხედვით, მამაკაცთა საუკეთესო ათეულში არც ერთი გადაადგილება არ მომხდარა, რაც ძალიან იშვიათად ხდება. მთავარმა მოქმედმა პირებმა საკუთარი ქულები დაიცვეს. ნოვაკ ჯოკოვიჩმა ისევ გაიმარჯვა, როჯერ ფედერერი კი ისევ ფინალში იყო. ათეულის მიღმა კი მე-11 პოზიციაზე გადაინაცვლა ფრანგმა ჟილ სიმონმა.

მისმა თანამემამულემ რიშარ გასკემ კი, რომელმაც ნახევარფინალამდე მიაღწია, შვიდი ადგილი მოიგო და მე-13 პოზიციაზეა. საჩემპიონო რბოლაში რიშარი უკვე მეცხრე ადგილზე იმყოფება და ახლა, რაფაელ ნადალის უახლოესი მდევრია ATP-ის შემაჯამებელ ტურნირში მოსახვედრად. თუმცა ესპანელამდე გასკეს ჯერ ათასზე მეტი ქულა აშორებს.

ATP
რეიტინგი

1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 13 845
2(2). როჯერ ფედერერი (შვეიც) 9 665
3(3). ენდი მარეი (ბრიტ) 7 810
4(4). სტენ ვავრინკა (შვეიც) 5 790
5(5). კეი ნიშიკორი (იაპ) 5 525
6(6). ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 5 140
7(7). დავიდ ფერერი (ესპ) 4 445
8(8). მილოშ რაონიჩი (კან) 3 810
9(9). მარინ ჩილიჩი (ხორ) 3 540
10(10). რაფაელ ნადალი (ესპ) 3 000

11(13). ჟილ სიმონი (საფ) 2 705
12(12). ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 2 475
13(20). რიშარ გასკე (საფ) 2 285
14(15). დავიდ გოფენი (ბელ) 2 145
15(14). კევინ ანდერსონი (ს. აფრ) 2 090
16(11). გრიგორ დიმიტროვი (ბულ) 1 970
16(17). გაელ მონფილსი (საფ) 1 930
18(17). ჯონ ისნერი (აშშ) 1 890
19(16). ფელისიანო ლოპესი (ესპ) 1 800
20(24). ვიქტორ ტროიცკი (სერ) 1 629

WTA
რეიტინგი

1(1). სერენა უილიამსი (აშშ) 13 161
2(4). მარია შარაპოვა (რუს) 6 490
3(3). სიმონა ჰალეპი (რუმ) 5 151
4(5). კაროლინ ვოზნიაცკი (დან) 5 000
5(2). პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 5 000
6(7). ანა ივანოვიჩი (სერ) 3 835
7(13). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 3 560
8(6). ლუსი საფაროვა (ჩეხ) 3 515
9(21). გარბინ მუგურუსა (ესპ) 3 365
10(9). კ. სუარეს ნავარო (ესპ) 3 285

11(8). ეკატერინა მაკაროვა (რუს) 3 215
12(11). კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) 3 210
13(10). ანჟელიკ კერბერი (გერ) 2 985
14(15). ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც) 2 925
15(16). ვინუს უილიამსი (აშშ) 2 696
16(14). ანდრეა პეტკოვიჩი (გერ) 2 480
17(17). ელინა სვიტოლინა (უკრ) 2 465
18(21). მედისონ კისი (აშშ) 2 280
19(24). ვიქტორია აზარენკა (ბლრ) 2 252
20(19). სარა ერანი (იტა) 2 145

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული