უიმბლდონის საჩემპიონო საღამოზე ტურნირის ტრიუმფატორებმა - სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა და ამერიკელმა სერენა უილიამსმა ექსპრომტად საცეკვაო ნომერი შეასრულეს. ცეკვის ინიციატორი ჯოკოვიჩი აღმოჩნდა.
ეს მოვლენა სიურპრიზი არ ყოფილა ნოვაკის მეუღლისთვის - ელენა რისტიჩისთვის, რომელმაც სერენას მისწერა: "ეი, სერენა. ნოვაკმა ამ წუთას შენთან ცეკვის უფლება გამომტყუა. მოემზადე!"
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.