ამელი მორესმო დიდების დარბაზშია

AutoSharing Option
ფრანგი ჩოგბურთელი ამელი მორესმო ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს. მასთან ერთად, მსგავსი აღიარება მოიპოვეს დევიდ ჰოლმა, რომელიც პარაჩოგბურთში გამოდის და ფუნქციონერმა ნენსი ჯეფეტმა.

ტრადიციულად, დიდების დარბაზში ახალი წევრების მიღების ცერემონია ამერიკის ქალაქ ნიუპორტში გაიმართა. მორესმო დამსწრეებს შორის არ ყოფილა, რადგან აგვისტოში შვილის დაბადებას ელოდება.

მორესმომ 26 ტიტული მოიგო WTA-ს ტურში, მათ შორის, 2006 წელს ავსტრალიის ღია პირველობა და უიმბლდონი. ამჟამად, ამელი მსოფლიოს მესამე ჩოგანის, ბრიტანელი ენდი მარეის მწვრთნელია.

დევიდ ჰოლი - პარალიმპიური თამაშების ექვსგზის ჩემპიონი გახლავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული