როჯერ ფედერერი და აფრიკა

AutoSharing Option
მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა მონაწილეობა მიიღო მალავიში ღარიბი ბავშვების ცენტრის გახსნის ცერემონიაში.

ფედერერის განცხადებით, ამ აფრიკულ ქვეყანაში იმის გამო ჩავიდა, რომ საკუთარი თვალით ნახოს მისი საქველმოქმედო ფონდის მუშაობის შედეგები. ცენტრში ბავშვებს შესთავაზებენ საგანმანათლებლო პროგრამას. ასევე, მალავიელებს საშუალება ექნებათ, ცენტრში სამედიცინო შემოწმება გაიარონ.

"მიმაჩნია, რომ თითოეულ ბავშვს უნდა ჰქონდეს განათლების მიღების საშუალება და ვცდილობ, რომ სწორედ ასე იყოს. ამიტომაც ვეხმარები ადგილობრივ ბავშვებს, რითიც შემიძლია. ძალიან სასიამოვნოა მალავიურ ცხოვრებაზე ჩემი საქველმოქმედო ფონდის გავლენის ხილვა", - განაცხადა ფედერერმა.

როჯერ ფედერერის საქველმოქმედო
ფონდი ეხმარება ბავშვებს ბოტსვანიდან, მალავიდან, ნამიბიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ზამბიიდან, ზიმბაბვედან... შვეიცარიელი ჩოგბურთელის მიერ გახსნილ ცენტრებში, საერთო ჯამში, 215 ათასი ბავშვი იღებს დახმარებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბრავო როჯერ, ნამდვილი კაცი და ლეგენდა ხარ!
snooker
09:56 22-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული