როჯერ ფედერერმა რიოს ოლიმპიადა დაადასტურა

AutoSharing Option
მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა აღიარა, რომ ოლიმპიურ თამაშებზე მას ყოველთვის რაღაც უცნაური ემართება, მაგრამ წინააღმდეგი არ არის, კიდევ ერთხელ გაუსინჯოს გემო ოლიმპიადას - 2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროში. ეს იქნება "დიდი სლემის" ტურნირების 17-გზის ჩეპიონის მეხუთე ოლიმპიადა.

"რიოში თამაშები ჯადოსნური იქნება. ჩემი პირველი ოლიმპიადა სიდნეი-2000 იყო, სადაც წავაგე მატჩი ბრინჯაოს მედლისთვის, მაგრამ მომავალი მეუღლე გავიცანი. 2004 წელს, ათენში გახსნის ცერემონიაზე შვეიცარიის დროშა მიმქონდა. ასევე მედროშე ვიყავი პეკინში 2008 წელს, შემდეგ იქ წყვილებში ოქრო მოვიპოვე სტენ ვავრინკასთან ერთად.

2012 წელს, ლონდონში
ფინალამდე მივაღწიე და თამაშების ვიცე-ჩემპიონი გავხდი. მაშინ, რატომ არ უნდა ვითამაშო კიდევ ერთ ოლიმპიადაზე? იქნებ, ის ჩემთვის კიდევ უფრო მეტად დაუვიწყარი და დასამახსოვრებელი გახდეს! მოუთმენლად ველოდები მის დაწყებას", - ამბობს 33 წლის შვეიცარიელი Tennis World USA-თან კომენტარში.

სხვათა შორის ფედერერმა და სტენ ვავრინკამ თანხმობა განაცხადეს დევისის თასის მსოფლიო ჯგუფში ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ თამაშზე. მატჩი 18-20 სექტემბერს შვეიცარიაში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული