მარია შარაპოვა ისევ თავისუფალია

AutoSharing Option
რუსი მარია შარაპოვასა და ბულგარელი გრიგორ დიმიტროვის რომანი დასრულდა. ამის შესახებ, საკუთარ "ტვიტერზე" დაწერა ESPN-ის ამერიკელმა მიმომხილველმა დარენ როველმა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია თავად დიმიტროვმა დაადასტურა.

"ჩვენი გზები გაიყო. ერთად შესანიშნავი დრო გავატარეთ. ვუსურვებ მას ბედნიერებასა და წარმატებას ცხოვრებასა და სპორტში", - გამოაცხადა დიმიტროვმა, რომელიც მსოფლიოს კლასიფიკაციაში მე-16 ადგილზე იმყოფება.

ჩოგბურთელების რომანის შესახებ 2012 წელს გახდა ცნობილი, როცა შარაპოვა და დიმიტროვი ერთად ჩნდებოდნენ სხვადასხვა საღამოზე.

2013 წლის მაისში, მარიამ დაადასტურა, რომ ბულგარელს ხვდება. ამა წლის თებერვალში კი ნიშნობის შესახებ გაჩნდა ინფორმაცია,
მაგრამ ეს ცნობა ორივე ჩოგბურთელმა უარყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
შარაპოვა კიარა ბასილაშვილზე დაწერეთ რა ქნა
dima
22:15 26-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული