რაფაელ ნადალი: აბსოლუტურად ჯანმრთელი ვარ

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა განაცხადა, რომ მისი ფიზიკური მდგომარეობა ხელს არ შეუშლის ჰამბურგის ტურნირზე მონაწილეობაში.

ნადალმა, რომელმაც ჰამბურგში განთესვის პირველი ნომერი მიიღო, ახსნა თუ რატომ გადაწყვიტა გერმანიაში თამაში.

"ჩვეულებრივ, ივლისში მცირე პაუზას ვიღებ დასასვენებლად და შემდეგ ვემზადები ამერიკის საჰარდო სეზონისთვის. მაგრამ, ბოლო ნახევარ წელიწადში უფრო მეტი თამაში წავაგე, ვიდრე წინა ათი წლის განმავლობაში. ეს ჩემთვის უჩვეულო სიტუაციაა. ამიტომაც, რაღაც უნდა მოვიმოქმედო და პრობლემა გადავწყვიტო.

სატურნირო პრაქტიკის მცირე დეფიციტს განვიცდი, სხეული თამაშს მთხოვს. ამასთან, სარეიტინგო ქულები უნდა დავაგროვო,
რათა წლის შემაჯამებელ ტურნირზე მონაწილეობის უფლება მივიღო. ამ მომენტისთვის ეს არის ჩემი მთავარი მიზანი. მოხარული ვარ იმის გამო, რომ კვლავ ჩამოვედი ჰამბურგში და აქ ჩემს საყვარელ საფარზე ვითამაშებ. ამასთან, დღეისთვის ჯანმრთელობის მხრივ არანაირი პრობლემა არ მაქვს და ეს დადებითი მომენტია", - განაცხადა ნადალმა.

რაფა ჰამბურგის ტურნირში სამშაბათიდან ჩაებმება. მისი პირველი მეტოქე ესპანელი ფერნანდო ვერდასკო იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული