ბასილაშვილი მსოფლიოს 853-ე ჩოგანს, პორტუგალიელ პედრო სოუსას დაუპირისპირდა და სამ სეტში 3:6, 6:4, 6:7 (4:7) დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა ბოლო დროს საგრძნობი წინსვლა განიცადა.
გასულ უქმეებზე მან ჰოლანდიურ ტურნირში (საპრიზო ფონდი 42.500 ევრო) გაიმარჯვა და 90 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა. ამ წარმატებით ნიკოლოზ ბასილაშვილმა 542 ქულას მოუყარა თავი და მსოფლიოს კლასიფიკაციაში 28 საფეხურით წაიწია წინ - 90-ე პოზიციაზე დამკვიდრდა, რაც მისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.