მოულოდნელი შედეგი: ბასილაშვილი ჩელენჯერის პირველივე წრეში დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბიელას ჩელენჯერის ტურნირს (საპრიზო ფონდი 42 500 ევრო) პირველივე წრეში გამოეთიშა.

ბასილაშვილი მსოფლიოს 853-ე ჩოგანს, პორტუგალიელ პედრო სოუსას დაუპირისპირდა და სამ სეტში 3:6, 6:4, 6:7 (4:7) დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა ბოლო დროს საგრძნობი წინსვლა განიცადა.

გასულ უქმეებზე მან ჰოლანდიურ ტურნირში (საპრიზო ფონდი 42.500 ევრო) გაიმარჯვა და 90 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა. ამ წარმატებით ნიკოლოზ ბასილაშვილმა 542 ქულას მოუყარა თავი და მსოფლიოს კლასიფიკაციაში 28 საფეხურით წაიწია წინ - 90-ე პოზიციაზე დამკვიდრდა, რაც მისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გადაიღალა ყველა თამაშს ხომ ვერ მოიგებს, თან დროა 250 იანი ტურნირებზე მაინც ითამაშოს ეს ჩელენჯებით შორს ვერ წავა, ლაბაძესაც აქვს მოგებული 9 ჩელენჯერის ტურნირი და 42-ეც იყო რეიტინგში მაგრამ რა ხეირი, მტავარია AთP ს ტურნირი მაინც მოიგოს
on air
18:26 28-07-2015
0

სიახლეები პოპულარული