ქალთა ჩოგბურთის ასოციაციის განახლებულ რეიტინგში ქართველ ქალთა მაჩვენებლები ასეთია:
ერთეულებში. 251 (244). სოფიო შაფათავა (178), 375 (377). ეკატერინე გორგოძე (89), 383 (384). სოფიო ქვაცაბაია (84), 513 (601). ოქსანა კალაშნიკოვა (48), 593 (593). მარიამ ბოლქვაძე (37), 957 (952). თინათინ ყავლაშვილი (10), 1073 (1071). თამარ ჭალაგანიძე (7), 1091 (1089). თამარ კუტუბიძე (6), 1124 (1118). მარგალიტა ჩახნაშვილი-რანცინგერი
წყვილებში. 77 (82). კალაშნიკოვა (1026), 175 (171). გორგოძე (373), 185 (181). შაფათავა (336), 348 (347). ქვაცაბაია (141), 719 (722). ბოლქვაძე (34), 1031 (1030). ყავლაშვილი (12), 1157 (1151). ჭალაგანიძე (7), 1218 (1217). კუტუბიძე (4).
ქართველი ჩოგბურთელები მიმდინარე კვირას რამდენიმე ტურნირში მოსინჯავენ ძალებს. ჩეხურ პლზენში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) ითამაშებენ ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია, რომლებიც ერთეულებში, შესაბამისად, ნატალია ვაიდოვას (სლოვაკეთი) და მეორე ნომრად განთესილ ბარბორა კრეიჩიკოვას (ჩეხეთი) დაუპირისპირდებიან.
ჩვენებურთა დუეტი სტარტზე ვივიენ იუჰაშოვას (სლოვაკეთი) და პერნილა მენდეშოვას (ჩეხეთი) ტანდემთან გაარკვევს ურთიერთობას.
ბურსაში (თურქეთი) ჩოგბურთელთა 10.000-იან ტურნირში იასპარეზებს თამარ ჭალაგანიძე, რომელიც პირველ წრეში ასპარეზობის რეიტინგფავორიტ ზუზანა ზლოჩოვას გაუწევს მეტოქეობას.
წყვილებში ქართველი ჩოგბურთელი გუზალ იუსუპოვასთან ერთად გზიდან ავსტრალიელების - ანი დონალდსონისა და მაშა იოვანოვიჩის ჩამოშორებას შეეცდება.
თურქეთში, ოღონდ სტამბოლის ვაჟთა 10.000-იან ტურნირში იბრძოლებს პირველობისთვის მესამე ნომრად განთესილი ალექსანდრე მეტრეველი. პირველ წრეში იგი მასპინძელ ალპ სენტაის შეხვდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"