ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის პირველ წრეში დამარცხდა

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის ტურნირის მეორე წრეში ესპანელი ფელისიანო ლოპესი დაამარცხა - 3:2 (7:5, 3:6, 6:3, 2:6, 6:4).

გუშინ მათი გზები ამერიკის ღია პირველობის პირველ წრეში გადაიკვეთა. პირენეელმა რევანში აიღო. არადა, პირველი სეტი ბასილაშვილმა კარგად დაიწყო - 3:1 დაწინაურდა, ტაიბრეიკზე 5:2-საც იგებდა, მაგრამ ლოპესმა ჩვენებურს ხელიდან გამოგლიჯა გამარჯვება - 7:5 და დაწინაურდა 1:0.

მომდევნო ორ ხელში ესპანელმა იოლად აჯობა ჩვენებურს - 6:1, 6:3 და მეორე წრეში გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაამარცხა ესპანელი ორიოლ როკა ბატალია, ამერიკელი მიტჩელ კრუეგერი, იტალიელი ტომას ფაბიანო და 35 სარეიტენგო ქულაც დაიმსახურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
არა უშავს ნიკოლოზი ძალიან კარგია კარგი მომავალი აქვს
ემზარი
11:39 01-09-2015
0
ყველაფერი კარგად არის!!!! ძნელია კვალიფიკაციაში სამი მოგებული თამაშის შემდეგ ძირითად ბადეში ისევ წარმატებით იასპარეზო!!! ნიშიკორიმაც ვერ გდალახა პირველი რაუნდი!!! მთავარია თავი არ დაზოგო და ბოლომდე დაიხარჯო ვარჯიშებზე!!!! ჩვენ შენი იმედი გვაქვს და შენი წარმატებული მომავლის გვჯერა!!! არ გვიღალატო, შენ ამის მიღწევა გძალულს!!!
დათო
12:46 01-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული