ქართველი ჩოგბურთელი მეორე წრეშიც ესპანელს შეხვდება - მარტა ჰუგო გონსალეს ენკინასს, რომელმაც გუშინ თანამემამულე ევა გუერერო ალვარესს აჯობა - 7:5, 6:4.
შაფათავა წინა, კვირის შედეგების გათვალისწინებით, რეიტინგში სამი საფეხურით ჩამოქვეითდა და ახლა 253-ეა.
ერთეულები. 253 (250). სოფიო შაფათავა (178), 395 (391). სოფიო ქვაცაბაია (84), 406 (402). ეკატერინე გორგოძე (81), 525 (522). ოქსანა კალაშნიკოვა (47), 599 (593).
წყვილები. 79 (79). კალაშნიკოვა (1026), 175 (172). გორგოძე (373), 192 (190). შაფათავა (336), 354 (352). ქვაცაბაია (141), 728 (723). ბოლქვაძე (35), 1041 (1031). ყავლაშვილი (12), 1157 (1156). ჭალაგანიძე (9), 1266 (1253). კუტუბიძე (3).
ქართველ ჩოგბურთელ ქალთა უმეტესობამ მიმდინარე კვირას უცხოურ კორტებზე თამაშს ბათუმის საერთაშორისო ტურნირისთვის მომზადება არჩია.
ამ შეჯიბრებას (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) აჭარის დედაქალაქი 7 სექტემბრიდან უმასპინძლებს. ძირითად ბადეში ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია ითამაშებენ, საკვალიფიკაციო ბადეში კი მარიამ ბოლქვაძე, თინათინ ყავლაშვილი, თამარ ჭალაგანიძე, ანა ახალკაცი, ანა შანიძე და ნატო შაბურიშვილი ჩაებმებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"