აშშ-ის ღია პირველობა: ფინალში ერთმანეთს ფედერერი და ჯოკოვიჩი შეხვდებიან

AutoSharing Option
12 სექტემბერს, აშშ-ის ღია პირველობის ნახევარფინალში შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა თავის თანამემამულე სტანისლავ ვავრინკას მოუგო - 6:4, 6:3, 6:1 და ტურნირის გადამწყვეტ მატჩში სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ, ხორვატი მარინ ჩილიჩი დაამარცხა.

ფინალური დაპირისპირება 13 სექტემბერს გაიმართება.

ფედერერმა სერბთან მომავალი ბრძოლის მოლოდინზე ილაპარაკა.

"ჩემი კარიერის ადრეულ ეტაპზე ჰიუიტის, ნალბანდიანის, აგასისა და ჰენმანის თაობასთან მიწევდა თამაში. მათთან მიჭირდა, მაგრამ ამ ბრძოლამ გამხადა ძლიერი. იგივე ითქმის ჩემს თანატოლებთან: საფინთან, ჰიუიტთან, ფერეროსთან როდიკთან პაექრობებზეც. მათ მწვერვალს ჩემზე ადრე მიაღწიეს, რამაც უდიდესი მოტივაცია
მომცა.

ჩემს განვითარებაზე უდიდესი ეფექტი რაფამ იქონია. მასთან შესახვედრად მზადების დროს თამაშის უამრავი ასკექტის გათვალისწინება მიხდებოდა.

რაც შეეხება ჯოკოვიჩს, ამ კუთხით მასთან მეტოქეობა გაცილებით მარტივია. წარმატების მისაღწევად არ დამჭირდება საკუთარი თამაშის დიდად შეცვლა. ვფიქრობ, იმავეს იტყოდა ნოვაკიც. გამარჯვება თითოეულს შეგვიძლია და ეს ძალიან მომწონს. ეს ნაღდი მეტოქეობაა", - აქვეყნებს ფედერერის ნათქვამს US Open.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული