საფრანგეთის ნაკრების კაპიტნად იანიკ ნოა დანიშნეს

AutoSharing Option
გუშინ, ჩილეში გაიმართა დევისის თასის 2016 წლის გათამაშების წილისყრა. მსოფლიოს ჯგუფის მონაწილე 16 ნაკრები მერვედფინალურ ეტაპზე შემდეგნაირად დაწყვილდა:

ბრიტანეთი-იაპონია
სერბეთი-ყაზახეთი
იტალია-შვეიცარია
პოლონეთი-არგენტინა
საფრანგეთი-კანადა
გერმანია-ჩეხეთი
ავსტრალია-აშშ
ბელგია-ხორვატია

მატჩები პირველად დასახელებული გუნდების მოედანზე გაიმართება.

* * *
ამასობაში, დევისის თასზე საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი გახდა ლეგენდარული იანიკ ნოა. 55 წლის სპეციალისტმა ეს პოსტი მესამედ ჩაიბარა: 1991 წელს, ნოა საფრანგეთს აშშ-სთან მატჩში ხელმძღვანელობდა, 1996 წელს - შვედეთის წინააღმდეგ. ამჯერად, იანიკმა კაპიტნის პოსტზე არნო კლემანი შეცვალა.

"ჩემი ამოცანაა, ნაკრებში საუკეთესოები შევკრიბო. ამისთვის ყველა პირობა მაქვს
შექმნილი. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ნაკრები ვერ აღწევდა იმ შედეგებს, რომელსაც მისგან ველოდით. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველა პრობლემას მოვაგვარებ", - განაცხადა იანიკ ნოამ, რომელიც 1983 წელს როლან გაროსის ჩემპიონი გახდა.

ბოლოს, საფრანგეთის ნაკრებმა დევისის თასი 2001 წელს მოიპოვა. ამის შემდეგ იყო სამი წაგება ფინალებში - 2002, 2010 და 2014 წლებში. შარშანდელ ფინალში, ჟო-ვილფრიდ ცონგამ, გაელ მონფილსმა და რიშარ გასკემ შვეიცარიის ნაკრებს ვერ მოუგეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული