"ჩოგბურთის სასარგებლოდ ჩემი არჩევანი ეფუძნებოდა ემოციებს. ტელევიზორში ვიხილე, როგორ თამაშობდა პიტ სამპრასი უიმბლდონის ფინალში. იმ მომენტში საერთოდ არ ვიცოდი - რა იყო ჩოგბურთი, არ მქონდა ნანახი ბურთი, კორტი, ხელში არ მჭერია ჩოგანი, მაგრამ ამ ყველაფერმა დამაინტრიგა.
და როცა მატჩების მსვლელობისას გარკვეულ სირთულეებს ვაწყდები, როცა საქმე ისე არ მიდის,
უნდა გრძნობდეთ ვნებას არა მხოლოდ თამაშის მიმართ. ასევე უნდა მოეკიდოთ ვარჯიშებს, თითოეულ დარტყმას... და სიამოვნება, რომელსაც ამ ყველაფრისგან იღებ, თქვენთვის ძალის მთავარი წყარო გახდება.
ამასთან, კორტზე უნდა დარჩეთ ადამიანად, პატივი უნდა სცეთ მოწინააღმდეგეს იმის მიუხედავად, ნერვებისა და ხასიათების როგორი ბრძოლა გაქვთ გაჩაღებული. ამის ნათელი მაგალითია როლან გაროსის წლევანდელი ფინალი. როცა თამაში დასრულდა და მე წავაგე, ბადესთან სტენ ვავრინკას გადავეხვიე. ორი ათეული ფინალი მაქვს ჩატრებული და არასოდეს ამ მომენტამდე მსგავსი არაფერი განმიცდია, არც ერთი სხვა მეტოქე ასე მომსალმებია. კორტის მიღმა ჩვენ მეგობრები ვართ, მაგრამ კორტზე - შეურიგებელი მოწინააღმდეგეები. ეს გრძნობები არაფერს შეედრება", - ამბობს ჯოკოვიჩი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"