ნიკოლოზ ბასილაშვილი ივო კარლოვიჩთან სამ სეტში დამარცხდა

AutoSharing Option
მალაიზიაში, კუალა-ლუმპურის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 1 მლნ. დოლარი) გამოსვლა მეორე წრეში დაასრულა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

30 ოქტომბერს საქართველოს პირველი ჩოგანი, რომელიც მსოფლიო კლასიფიკაციაში 95-ეა, ტურნირში მე-3 ნომრად განთესილ ივო კარლოვიჩს ხვდებოდა.

ვეტერანი ხორვატი მსოფლიოს მე-18 ჩოგანია და შეხვედრის აშკარა ფავორიტი იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენებურმა ღირსეულად იბრძოლა და მხოლოდ სამ სეტში დამარცხდა - 5:7, 6:4, 3:6.

შეხვედრა საათსა და 46 წუთს გაგრძელდა. მატჩები დახურულ კორტებზე მიმდინარეობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული