დებიუტი გამარჯვებით - შაფათავამ და კალაშნიკოვამ ლინცში გამოსვლა მოგებით დაიწყეს

AutoSharing Option
თბილისელი ჩოგბურთელები - სოფიო შაფათავა და ოქსანა კალაშნიკოვა ამჟამად ავსტრიულ ლინცში იმყოფებიან და 250.000-დოლარიან საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობენ. ისინი წყვილებში ცდიან ძალებს.

ოქსანა (რეიტინგით 86-ეა) და სოფიო (142-ე) ფედერაციის თასზე ერთად 20-ჯერ გამკლავებიან მეტოქეებს, მაგრამ საერთაშორისო ტურნირზე დუეტში პირველად ასპარეზობენ, თან წყვილებში რიოს ოლიმპიადის საგზურის მოსაპოვებლად ქულების დაგროვებას ცდილობენ. ამიტომ გუშინდელ მათ დებიუტს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

სტარტზე მეტოქედ ანიკა ბეკი (გერმანია, 128-ე) და ტამირა პაზეკი (ავსტრია, 385-ე) ჰყავდათ. ჩვენებურებმა პირველი ხელი იოლად მოიგეს - 6:0. მეორე სეტში გერმანულ-ავსტრიული ტანდემი 5:2 დაწინაურდა,
მაგრამ ოქსანამ და სოფიომ წონასწორობის აღდგენა მოახერხეს, მაგრამ გარდატეხის შეტანა ვერ შეძლეს და 5:7 დამარცხდნენ. ტაი ბრეიკი ჩვენებისა იყო - 10:5 მოიგეს და მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ ჩეხებს - ლუსი ჰრადეცკას (მე-18) და ანდრეა ჰლავაჩკოვას (22-ე) დაუპირისპირდებიან, რომლებმაც სტარტზე რალუკა ოლარუს (რუმინეთი, 55-ე) და ანა ტატიშვილს (აშშ, 121-ე) აჯობეს - 6:0, 7:6.

რეიტინგიდანაც ნათლად ჩანს, რომ ჩვენებს დაძაბული პაექრობა ელით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული