კანადელი ეჟენი ბუშარი ამერიკას უჩივის

AutoSharing Option
კანადელმა ჩოგბურთელმა ეჟენი ბუშარმა ბრუკლინის საოლქო სასამართოში სარჩელი შეიტანა ამერიკის ჩოგბურთის ასოციაციის წინააღმდეგ, - იტყობინება ESPN.

ბუშარი ამტკიცებს, რომ ამერიკის ღია პირველობის დროს, გასახდელში ტრავმა მაშინ მიიღო, როცა იატაკზე დაღვრილ უცნობ სითხეზე ფეხი დაუცდა. მისი აზრით, ტრავმის მიღება - აშშ-ის ფედერაციის მხრიდან გამოჩენილი დაუდევრობისა და გულგრილობის ბრალია.

აღნიშნული დაზიანების შემდეგ, ეჟენიმ WTA-ის კლასიფიკაციაში 13 ადგილი დაკარგა და ახლა, 39-ე პოზიციაზე იმყოფება. მისი აზრით, ამ ვარდნას დიდწილად ხელი შეუწყო გასახდელის ინციდენტმა.

6 სექტემბერს, ბუშარი იძულებული გახდა მოხსნილიყო ამერიკის ღია პირველობიდან იტალიელ
რობერტა ვინჩისთან მერვედფინალის წინ, რადგან ექიმებმა კანადელს ტვინის შერყევა დაუდგინეს. მოგვიანებით, 21 წლის ეჟენიმ ასევე ვერ მიიღო მონაწილეობა ტოკიოსა და უჰანის ტურნირებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული