ოქსანა კალაშნიკოვა და სოფიო შაფათავა ლინცში მეოთხედფინალს ვერ გასცდნენ

AutoSharing Option
ავსტრიულ ლინცში, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 250.000 დოლარი) თბილისელები - ოქსანა კალაშნიკოვა (რეიტინგით 86-ე) და სოფიო შაფათავა (142-ე) წყვილთა მეოთხედფინალში გუშინ ამ შეჯიბრებაზე მეორე ნომრად განთესილ ჩეხებს - ლუსი ჰრადეცკასა (მე-18) და ანდრეა ჰლავაჩკოვას (22-ე) დაუპირისპირდნენ.

შეგახსენებთ, რომ ჩვენებურებმა სტარტზე ანიკა ბეკი (გერმანია, 128-ე) და ტამირა პაზეკი (ავსტრია, 385-ე) დაამარცხეს, ხოლო ჩეხებმა რალუკა ოლარუს (რუმინეთი, 55-ე) და ანა ტატიშვილის (აშშ, 121-ე) დუეტი ჩამოიშორეს გზიდან.

რეიტინგით ჩვენს ჩოგბურთელებზე ბევრად მაღლა მდგარმა ლუსიმ და ანდრეამ ოქსანასა და სოფიოს ტანდემსაც იოლად
მოუგეს ორ სეტში - 6:1, 6:2.

ამ წაგების მიუხედავად, კალაშნიკოვამ და შაფათავამ 60-60 სარეიტინგო ქულა დაიმსახურეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული