დავიდ ფერერი და კეი ნიშიკორი წლის შემაჯამებელ ტურნირზე

AutoSharing Option
ცნობილი გახდა წლის შემაჯამებელი ტურნირის კიდევ ორი მონაწილე. კერძოდ, ლონდონში თამაშის უფლება გაინაღდეს ესპანელმა დავიდ ფერერმა და იაპონელმა კეი ნიშიკორიმ. ATP-ის ჩემპიონატი ბრიტანეთის დედაქალაქში 15-22 ნოემბერს გაიმართება.

ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ფრანგმა რიშარ გასკემ ესპანელ რაფაელ ნადალთან წააგო და ვერ შეძლო ბაზელის ტურნირის ფინალში გასვლა.

ასე რომ, ცნობილია წლის შემაჯამებელი ჩემპიონატის რვავე მონაწილე. ესენი არიან: სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, ბრიტანელი ენდი მარეი, შვეიცარიელები როჯერ ფედერერი და სტენ ვავრინკა, ჩეხი ტომაშ ბერდიხი, ესპანელები რაფაელ ნადალი და დავიდ ფერერი, იაპონელი კეი
ნიშიკორი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული