ანა ივანოვიჩი ყველაზე სექსუალურ ჩოგბურთელად დაასახელეს

AutoSharing Option
ქალთა პროფესიული ტურის ყველაზე სექსუალურ მოთამაშედ სერბი ანა ივანოვიჩი აღიარეს. გამოკითხვა გაცნობების იტალიურმა ვებგვერდმა Victoria Milan-მა ჩაატარა.

სერბმა ჩოგბურთელმა ხმების 24 პროცენტი მიიღო. მეორეზე გავიდა რუსი მარია შარაპოვა, რომელიც ივანოვიჩს სამი პროცენტით ჩამორჩა. კანადელი ეჟენი ბუშარი 19 პროცენტით მესამე იყო.

რეიტინგში ასევე მოხვდნენ: კაროლინ ვოზნიაცკი (11 პროცენტი), ანჟელიკ კერბერი (10), გარბინ მუგურუსა (5), აგნიეშკა რადვანსკა (4), სერენა უილიამსი (3), პეტრა კვიტოვა (2) და სიმონა ჰალეპი (1).

სულ გამოიკითხა 4589 მამაკაცი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარლა სუარეს ნავარო რა პონტში არ მოხვდა? ჩაწყობილია ეს გამოკითხვა!
fraternity
10:34 09-11-2015
0

სიახლეები პოპულარული