ქართველი ჩოგბურთელები რეიტინგებში - უმნიშვნელო ცვლილებები

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელებმა ამ კვირას საასპარეზოდ საფრანგეთი, ბელორუსი და თურქეთი აირჩიეს.

სოფიო შაფათავა საფრანგეთში იმყოფება და 25.000-იან ტურნირში ჩაება. გუშინ ერთეულთა პირველ წრეში მასპინძელი სელინ ჩესკუე დაამარცხა - 6:2, 6:1 და მეორე წრეშიც ფრანგს შეხვდება - კვალიფიკაციიდან აღზევებულ კლემენს ფაიოლს. ამ უკანასკნელმა პირველ წრეში თანამემამულე მალაურ ნოელი დაჯაბნა - 6:3, 6:1.

წყვილებში შაფათავა და ანასტასია შლეპცოვა (ბელორუსი) მიხაელა ბოევსა (ბელგია) და ლუსი ვაგნერთან (საფრანგეთი) დამარცხდნენ - 3:6, 2:6.

* * *
მინსკის 25.000-იან ტურნირში გუშინ, 9 ნოემბერს, სოფიო ქვაცაბაია სადავმოხ ტოლობოვას (ბელორუსი)
დანებდა - 4:6, 6:2, 3:6. დღეს ეკატერინე გორგოძე პირველ ნომრად განთესილ ირინა ხრომაჩევას გაუწევს მეტოქეობას. ქართველი ქალები წყვილებშიც იასპარეზებენ.

* * *
ანტალიაში ალექსანდრე მეტრეველი ვაჟთა 10.000-იან ტურნირში განთესვით მეორეა. სტარტზე იგი დანიელ კაპეჩის (იტალია) შეხვდება. წარმატების შემთხვევაში მერვედფინალში უკრაინელ ვადიმ დევიატიაროვთან გაარკვევს ურთიერთობას. ამ უკანასკნელმა გუშინ თანამემამულე ვადიმ ალექსეენკო დაამარცხა - 7:6, 6:1.

* * *
წინა კვირის შედეგების გათვალისწინებით, ჩოგბურთელ ქალ-ვაჟთა საერთაშორისო ასოციაციებმა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნეს. ჩვენებურთა მაჩვენებლები ასეთია:

ქალები
ერთეულები. 238 (241). სოფიო შაფათავა (197), 375 (374). სოფიო ქვაცაბაია (94), 390 (389). ეკატერინე გორგოძე (89), 576 (579). მარიამ ბოლქვაძე (42), 653 (683). ოქსანა კალაშნიკოვა (30), 755 (757). თინათინ ყავლაშვილი (20), 1096 (1096). თამარ ჭალაგანიძე (7), 1199 (1196). ანა შანიძე (4).
წყვილები. 78 (79). კალაშნიკოვა (956), 132 (135). შაფათავა (497), 155 (156). გორგოძე (411), 349 (346). ქვაცაბაია (147), 727 (726). ბოლქვაძე (36), 779 (778). ყავლაშვილი (30), 1111 (1110). ანა ახალკაცი (11), 1111 (1110). ანა შანიძე (11), 1182 (1177). ჭალაგანიძე (9).

ვაჟები
ერთეულები. 90 (91). ნიკოლოზ ბასილაშვილი (602), 302 (300). ალექსანდრე მეტრეველი (158), 929 (922). გიორგი ცივაძე (16), 1134 (1135). გიორგი ჯავახიშვილი (8), 1417 (1418). ალექსანდრე ბაკში (3), 2080 (2075). ირაკლი მეტრეველი (1).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული